საგარეო პოლიტიკა

გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

Nusagi

გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას ipn  ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია WDR -ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეგიონის მთავრობა ამის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს და მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ბავშვთა, ოჯახის, ლტოლვილთა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.

WDR-ის განმარტებით, საქართველოდან ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ჩადის სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ გერმანიაში დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ. „პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგს ჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა“, – იუწყება ტელერადიოკომპანია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,837 ნახვა
%d bloggers like this: