ეს საინტერესოა

ჯულია პასტრანა: ,,ქალი მაიმუნის” სევდიანი ისტორია

Nusagi
ჯულია პასტრანას შესახებ ზუსტი ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. რატომ ჰქონდა მას ასეთი გარეგნობა? ან ვინ იყო მისი ოჯახი?
თუ არ ჩავთვლით მის უჩვეულო გარეგნობას, ის ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი დაიბადა 1834 წელს პედრო სანჩესის ოჯახში, სინალოაში, მექსიკაში. ჯულიას დაბადებიდანვე დაუდგინეს მძიმე მემკვიდრეობითი დაავადება – გენერალიზებული ჰიპერტრიქოზი, ჭარბთმიანობა, რაც იმ დროს უცნობი იყო. მისი სახე და სხეული თმით იყო დაფარული, მას ძალიან დიდი ცხვირი და ყურები ქონდა, ხოლო  კბილები არასწორი ფორმის იყო. იგი გარეგნობით მაიმუნს ჰგავდა.
მან მოახერხა საზღვრის გადაკვეთა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. იგი შესანიშნავი შემსრულებელი იყო, რომელსაც შეეძლო სიმღერა, ცეკვა და საზოგადოების გართობა.
თავდაპირველად, იგი მუშაობდა ჯ.ვ. ბიჩთან, რომელიც მისი მენეჯერი იყო . პირველი წარმოდგენა პასტრანას ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, Gothic Hall-ში ქონდა. მას  წითელი კაბა ეცვა, მღეროდა ესპანურ ხალხურ ჰანგებს და ცეკვავდა Highland Fling-ს.
1854 წელს, იგი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, თეოდორ ლენტს. ისინი დაქორწინდნენ და ლენტი პასტრანას მენეჯერი გახდა. ისინი ერთად მოგზაურობდნენ მთელს შტატებსა და ევროპაში. პასტრანა “ქალი მაიმუნის”,” ქალი დათვის” და “ქალბატონი ბაბუინის” სახელით იყო ცნობილი. ლენტი მხოლოდ მის სასცენო კარიერას არ მართავდა, არამედ პასტრანასთან ერთად აწყობდა ტურებს, რომლის დროსაც ის პროფესორებისა და ექიმების წინაშე ახდენდა პასტრანას ჩვენებას. მან ისტორიაც კი შეთხზა, თუ როგორ მიატოვა პასტრანას დედამ ტომი და მთებში წავიდა, სადაც ის თანაცხოვრებას ეწეოდა მაიმუნებთან და თუ როგორ იპოვეს რამდენიმე წლის შემდეგ ის ბავშვთან (ჯულიასთან) ერთად გამოქვაბულში.
როდესაც ექიმები პასტრანას სინჯავდნენ, ის გაჩუმებული იწვა, მაშინ, როდესაც მისი ქმარი და მენეჯერი საუბრობდა. თითეულ ექიმს სხვადასხვა თეორიები ჰქონდა მის შესახებ. ერთ-ერთი თეორია ამტკიცებდა, რომ იგი ნამდვილად იყო ადამიანის და ორანგუტანის ნაჯვარი. სხვა ექიმს მიაჩნდა, რომ პასტრანა იყო “განსხვავებული სახეობა”. ზოოლოგმა ფრენსის ბაკლენდმა განაცხადა, რომ იგი “დეფორმირებული მექსიკელი ინდიელი ქალი” იყო, ხოლო ანატომი და ნატურალისტი, სამუელ ნილენდი მიიჩნევდა, რომ იგი იყო ინდიელთა ტომის შთამომავალი ადამიანი.
ამ უკანასკნელის  მოსაზრება ალბათ, ყველაზე სანდოა. პასტრანა მართლაც ინდიელთა ტომის, პაიუტის შთამომავალი იყო. 1860 წელს, როდესაც პასტრანა 26 წლის იყო, მოსკოვში საგასტროლო ტურის დროს, მას შეეძინა ბავშვი, რომელსაც, როგორც ჩანს, იგივე გენეტიკური დაავადება ჭირდა, რაც დედას. ბავშვი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, რამდენიმე დღის შემდეგ კი თავად პასტრანაც მოკვდა, მშობიარობის შემდგომი გართულებებით. ნაცვლად დაკრძალვის ორგანიზებისა, ლენტი მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორთან გაეშურა და სთხოვა, მისი მეუღლისა და შვილის მუმიფიცირება. ასეც მოხდა.
ორი წლის შემდეგ, ლენტმა სხვა თმიანი ქალი იპოვა და მასზე დაქორწინდა. იგი მას ზენორა პასტრანას ეძახდა. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ლენტი 1884 წელს რუსეთში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გარდაიცვალა. პასტრანას და მისი შვილის მუმიფიცირებული სხეული თითქმის მივიწყებული იყო, 1921 წლამდე, სანამ ისინი ნორვეგიაში არ მოხვდა.
1970 წელს, პასტრანას და მისი ჩვილის მუმიფიცირებული სხეულები გამოფენაზე გამოიფინა. როდესაც ექსპონატები ამერიკაში გაგზავნეს გამოფენისთვის, ვანდალები საცავში შეიჭრნენ და ბავშვი მუმია დაასახიჩრეს.
            
ცნობილი წვერიანი ქალის გამოფენის აფიშა ჯულია პასტრანა, 1900 წელს გამოცემული წიგნიდან

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,890 ნახვა
%d bloggers like this: