საზოგადოება

ადამიანები, რომლებიც კინოს ყურების დროს ტირიან, ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან

Nusagi

ადამიანებს, რომლებიც ფილმების ყურების დროს ტირიან, როგორც წესი, რაღაც განსაკუთრებული აქვთ, რაც ბევრ სხვა ადამიანს არ გააჩნია და ვერ გამოიმუშავა: თანაგრძნობა. ისინი განსაკუთრებული ტიპის ადამიანები არიან. ამის შესახებ THE BERRY COM წერს.

ბევრი ადამიანი – მაგალითად, ნარცისისტები და სოციოპატები – თანაგრძნობის გარეშე იბადებიან და მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, რომ არ განიცდიან სხვა ადამიანების მდგომარეობას. შეიძლება თანაგრძნობის არქონა სასარგებლო იყოს ნახმარი მანქანის გამყიდველისთვის, მაგრამ ეს არ არის ყოველთვის კარგი. ჩვეულებრივ სხვა ადამიანების მდგომარეობისადმი თანაგრძნობას ძალა სჭირდება და თანაც დიდი ძალა.

ცხოვრება სასტიკია ზოგიერთი ადამიანის მიმართ და თუ თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ სხვის მდგომარეობაში და იგრძნოთ მისი ტკივილი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ძლიერი ხართ და უძლებთ ამ ტკივილს. თქვენ ძლიერი ხართ იმისთვის, რომ სხვებისთვისაც ძლიერი იყოთ. თქვენ ძლიერი ხართ იმ თვალსაზრისით, რომ  იცით, მათი მდგომარეობა და გაქვთ უნარი ის იგრძნოთ, რასაც ისინი გრძნობენ.

სხვა ადამიანების პრობლემებით დაინტერესება არ არის სისუსტე, მაშინაც კი, თუ ეს პიროვნება ფილმის გამოგონილი პერსონაჟია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ გული, რომელსაც შეუძლია სხვების გამო განიცადოს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფილმის ბოლოს გული გეტკინოთ, თქვენ იცით, რომ თქვენი გული კვლავ აღიდგენს ძალებს.

სწრაფად გამოკეთების უნარი  იმ ადამიანებში, ვინც ფილმის ყურებისას ტირის, იმაზეც მიუთითებს, რომ ისინი ძლიერები და ჭკვიანები არიან, რომ რეალობა ფიქციისგან გაარჩიონ

. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხალხი ტირის ფილმების ყურების დროს. ცრემლები იმის გამო მოგდით, რომ თქვენ იმ ადამიანების ადგილას იმყოფებით, სადაც ისინი იყვნენ და იმას განიცდით, რასაც ისინი განიცდიდნენ. ეს იმ მოგონებების ცრემლებია, რომლებიც მტკივნეულია. ეს განწმენდის ცრემლებია. არ შეიძლება ადამიანის სიძლიერეში ეჭვის შეტანა, ვინაიდან ისინი რეალურად უპირისპირდებიან იმას, რამაც მათ წარსულში ტკივილი მიაყენა.

არსებობს ცრემლები, რომლებიც თქვენ მოგდით, როდესაც გადატვირთული ხართ ფილმის მხატვრული გენიით განცდილი გრძნობებით, ამას სტენდალის სინდრომი ეწოდება მისი უფრო განვითარებული ფორმებით და ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნამუშევარმა თქვენ იმ დონემდე აგაღელვათ, რომ  ფიზიკური და ემოციური სიმპტომები გაგიჩნდათ.

მგრძნობიარე ადამიანებისთვის , რომლებსაც ხელოვნება აღელვებთ, ღრმა, სერიოზული ფილმის ნახვა, კარგი რადიო გადაცემის მოსმენა ან თუნდაც კომიკური ნაწარმოების წაკითხვა შეიძლება იყოს კარგი გამოცდა აუღელვებელი სახის შესანარჩუნებლად. შესაძლოა, ეს არ არის იმ ტიპის ძალა, როგორსაც ადამიანები ფიქრობენ, რომ ძლიერ პიროვნებას უნდა ჰქონდეს , მაგრამ ეს  ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური ძალაა: თანაგრძნობა. და ინტელექტუალური ხასიათის თვალსაზრისით ფილმების ყურებისას ტირილი არის სწორედ ამგვარი ძალა. მაშინაც კი, თუ ჩვენ არ შეგვიძლია 100 ფუნტის აწევა, ჩვენ ჩვენი ემოციებით ჩვენი სულის ამაღლება შეგვიძლია, რაც ყველაფერზე მაღალია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,226 ნახვა
%d bloggers like this: