ეს საინტერესოა

არქეოლოგებმა 2000 წლის წინანდელი უძველესი რომაული სახის კრემი აღმოაჩინეს

Nusagi

 

თითების კვალით, ლამაზი, კარგად შემონახული ქილა, თეთრი კრემის შიგთავსით იქნა ნაპოვნი ლონდონში, უძველესი რომაული ტაძრის ტერიტორიაზე. ცილინდრის ფორმის კონტეინერში თეთრი კრემის შიგთავსით, გამოსახულია მისი მფლობელის თითის ანაბეჭდები და უპრეცედენტო ინფორმაციას იძლევა 2000 წლის წინანდელი რიტუალებისა და კოსმეტიკის გამოყენების შესახებ.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ თეთრი კრემი, რომელიც კარგად დახურულ ცილინდრულ ქილაში იქნა ნაპოვნი, შეიძლება იყოს სახის კრემი ან სახის საღებავი. ისინი ფიქრობენ, რომ ქილა სავარაუდოდ სარიტუალო შესაწირის სახით ჩააყოლეს მიცვალებულს დაკრძალვის დროს.

გერი ბრაუნმა, არქეოლოგიური სამუშაოების წარმოების გენერალურმა დირექტორმა, რომლის არქეოლოგთა გუნდიც გასულ წელს მეთოდურად აწარმოებდა თებერდის მოედნის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს, Guardian–ს განუცხადა: “მე ვარ გაოცებული. ეს, როგორც ჩანს, სახის კოსმეტიკური კრემი ან მალამოა. ამ ტიპის კრემები ჩვეულებრივ არ არის შემონახული არქეოლოგიურ ცნობებში, ასე რომ, ეს უნიკალური აღმოჩენაა. ” დალუქული კონტეინერი აღმოჩენილ იქნა ორი მთავარი რომაული გზის გადაკვეთის ადგილას, საუთვორქში, მდინარე ტემზასთან ახლოს. ტერიტორია, რომელიც თარიღდება 50 წლით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, შეიცავდა ორ 11 კვადრატული მეტრის რომაულ–კელტურ ტაძარს, რომელთა შორისაც იყო დიდი ეზო, განკუთვნილი თაყვანისცემის რიტუალებისთვის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: