სელებრითები

რას წერდა CNN 2016 წელს მეგან მარკლის შესახებ

Nusagi

2016 წელს, CNN-მა,  მეგან მარკლს, რომელიც მაშინ ბრიტანეთის პრინცის სავარაუდო შეყვარებული იყო,  სტატია მიუძღვნა.

CNN. 

5 რამ პრინც ჰარის სავარაუდო სიყვარულის ობიექტის, მეგან მარკლის შესახებ მეგან მარკლი სამეფო ოჯახის დაკვირვების ობიექტია. ამერიკელი მსახიობი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ყურადღების ცენტრშია მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მის სავარაუდო ურთიერთობაზე ინგლისის ყველაზე სასურველ უცოლო მამაკაცთან, პრინც ჰარისთან. მარკლის ურთიერთობა პრინცთან ინტერნეტში აქტუალური თემა გახდა და როგორც ჟურნალი People აცხადებს, ნიშნობა “ნამდვილად შესაძლებელია.” თავად მარკლი კომენტარს არ აკეთებს, ასევე სდუმს კენსინგტონის სასახლეც. სანამ მსოფლიო ცდილობს გაშიფროს მარკლის ბოლოდროინდელი ინსტაგრამის პოსტი ორი ბანანით, რომლებიც ერთმანეთს ეხვევიან, გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს მშვენიერი შავგვრემანი მსახიობის შესახებ, რომელსაც შესაძლოა სამეფო კარი ელოდება.

35 წლის მარკლი ამჟამად რეიჩელ ზეინის როლს თამაშობს ამერიკულ დრამაში “კოსტუმები”. მას ნათამაშები აქვს როლები სერიალებში: “CSI Miami”, “90210”, “უკვალოდ” და ” სტაციონარი.” ის რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც გამოჩნდა, მათ შორის ფილმებში “დამიმახსოვრე” და “აუტანელი ბოსები”.

მარკლი ლოს ანჯელესში გაიზარდა და დაამთავრა ნორთვესტის უნივერსიტეტის კომუნიკაციების ფაკულტეტი. მან ისაუბრა ბავშობაში მის ეთნიკურ იდენტობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე. გასულ წელს, მარკლმა დაწერა სვეტი ჟურნალ Elle-ისთვის, სადაც  განაცხადა, რომ მას გაუჭირდა როლების მიღება. “მე არ ვიყავი საკმარისად შავი შავკანიანთა როლებისთვის და არ ვიყავი საკმარისად თეთრი თეთრკანიანთა როლებისთვის, სადღაც შუაში ვიყავი, როგორც ეთნიკური ქამელეონი, რომელიც ვერ ახერხებდა სამუშაოს შოვნას“.

მსახიობობის გარდა, მარკლი დიდ ენერგიას ახმარს მის სტილურ ვებგვერდს, The TIG-ს, სადაც ის მკითხველებს ფიტნესზე და მოგზაურობაზე უზიარებს თავის რჩევებს. იგი იმავდროულად არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა უფლებების დამცველი და ჩაბმული იყო სუფთა წყლის კამპანიაში.

მარკლი 2 წელი დაქორწინებული იყო კინოპროდიუსერ ტრეორ ენგელსონზე. წყვილი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდა.

მარკლი ძაღლების მოყვარულია. მსახიობი ხშირად აზიარებს თავისი ორი ძაღლის ფოტოებს ინსტაგრამზე და აგიტაციას ეწევა სხვა ძაღლების ასაყვანად

3 ოქტომბერი, 2016 წ

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,789 ნახვა
%d bloggers like this: