უცხოური მედია

,,რუსეთში მცხოვრები სომხების ხელწერა”-აზერბაიჯანული პრესა რუსეთის მედიას აკრიტიკებს

Nusagi

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის რიგით მე-6 ყრილობაზე, პრეზიდენტ ილჰალმ ალიევის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანმა უნდა დაიბრუნოს მისი ისტორიული მიწები-ერევნის სახანო, ზანგეზური და გეიჩა,   დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის, რუსეთის პრესაშიც. სააგენტო “ჰაქინ აზ”-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია რუსეთის მედიის იმ სუბიექტებმა გამოხატეს, რომლებსაც ეთნიკური სომხები ხელმძღვანელობენ. გთავაზობთ ნაწყვეტს “ჰაქინ აზში” გამოქვეყნებული ანალიტიკური წერილიდან.

“რუსეთში მცხოვრები სომხების ხელწერა

ჩვენდა სამწუხაროდ, აზერბაიჯანის მეგობარი რუსეთის ზოგიერთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში , ალიევის გამოსვლის ტექსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გამოჩნდა ანგაჟირებული, რეალობას მოწყვეტილი პუბლიკაციები, თითქოს სპეციელურად იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი შეცდომაში შეყვანონ. ერთ-ერთ პატივსაცემ საინფორმაციო საშუალებაში , ლეგენდარულ გაზეთ «Известия»-ში აშკარად პროვოკაციული სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც ერთი  მიზანი აქვს- ჩრდილი მიაყენოს რუსეთ-აზერბაიჯანის მეგობრული და სტრატეგიული ხასიათის ურთიერთბას. ამასთან, “იზვესტია” ფართოდ აშუქებს რუსეთისადმი მტრულად განწყობილი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების და ბლოგერების აბსურდულ გამონათქვამებს…  თუმცა არც ისე რთულია ამ საიდუმლოსთვის ფარდის ახდა.

ვინ არის “იზვესტიას” მთავარი რედაქტორი? – არსენი ოგანესიანი! კიდევ ერთი ნათელი მაგალითი რუსეთში მცხოვრები სომხების სისტემური და ღიად შეკვეთილი ნამუშევარისა . სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, “იზვესტიასთან” უნისონშია გამოცემა Иносми, რომელიც აზერბაიჯანის წინასაარჩევნო სიტუაციის გაშუქებისას, წყაროდ არა აზერბაიჯანულ, არამედ სომხეთის მედიას, კერძოდ Armedia -ს და ჟურნალისტ ნარეკ მინაკიანის ინფორმაციებს ეყრდნობა. რუსეთის სომხები კვლავ მოქმედებენ და იყენებენ აზერბაიჯანისს და რუსეთის ყველაზე მგრძნობიარე პრობლემებს, ქმნიან  საზოგადოებრივი განწყობას .

რუსეთის პროსამთავრობო მედიის მფლობელებს, თავად რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ურჩევნიათ  მეტი ყურადღება მიაპყრონ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პერიპეტიებს, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანის მმართველი პარტია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს პუტინის გაპრეზიდენტებას, შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის და სტაბილურობის მოშლის მცდელობებს.”-ნათვქმია პუბლიკაციაში.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,828 ნახვა
%d bloggers like this: