სპორტი

რუსმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამგზავრების ბოლო შანსიც დაკარგეს

Nusagi

სპორტულმა არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა 45 რუსი სპორტსმენის და ორი მწვრთნელის აპელაცია ფხენჩხანში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების თაობაზე. ამის შესახებ საარბიტრაჟო სასამართლოს ვებგვერდი იტყობინება.

CAS-მა არ ჩათვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, რუსების ოლიმპიადაზე არ დაშვების საკითხი სანქციად და მას “სამართლებრივი გადაწყვეტილება” უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დისკვალიფიცირებულია, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უფლება მისცა ცალკეულ სპორტსმენებს შესაბამისი წესების  შესრულების შემთხვევაში გამოვიდნენ ოლიმპიადაზე. ამ პროცედურამ ხელი შეუწყო საერთაშორისო კომიტეტს, დაიცვას საკუთარი და სხვა სპორტსმენების ინტერესები დოპინგთან ბრძოლის საქმეში”-ნათქვამია CAS-ის ვებგვერდზე.

8 თებერვალს რუსეთიდან კიდევ 6  სპორტსმენს და 7 ადამიანს, მათ შორის მწვრთნელებს და ექიმებს აეკრძალათ ფხენჩხანში ჩასვლა.   CAS-მა უარი განაცხადა მათი აპელაციის განხილვაზე და ხაზი გაუსვა, რომ საქმე მათ იურისდიქციაში არ შედის.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,952 ნახვა
%d bloggers like this: