პოლიტიკა

იმ პირების მიმართ, რომლებიც სავიზო რეჟიმს დაარღვევენ, შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

Nusagi

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის დახურული სხდომა გაიმართა.  შეხვედრას შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები,  მთავარი პროკურორი და სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ. საუბრის მთავარი საკითხი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო. კერძოდ, შესაძლოა, დაწესდეს სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც სავიზო პირობებს დაარღვევენ.

„ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიგონ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი ეს არალეგალური ვიზიტები და მოთხოვნები თავშესაფრის, რამდენად მძიმეა მათთვის ეს ფინანსურად, ასევე, შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე და ამ ინფორმაციას ჩვენ მაქსიმალურად გავავრცელებთ,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აღნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის სანქციებიც დაეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც შენგენის ზონაში დადგენილ წესებს დაარღვევენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობას გააძლიერებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,236,736 ნახვა
%d bloggers like this: