ეს საინტერესოა

ამერიკის ყველაზე ძვირად შეფასებულ სახლს 30 მილიონიანი ავტო კოლექცია მოჰყვება

Nusagi

ამ დროისათვის ამერიკაში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი Bel Air Mansion, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს 250 მილიონად არის შეფასებული.
სახლის საცხოვრებელი ფართი 3500 კვადრატული მეტრია, აქვს 12 საძინებელი, 21 აბაზანა,მომსახურე პერსონალის  7 ოთახი, 3 სამზარეულო, 5 ბარი, 2 ლიფტი, მასაჟის ოთახი, საკუთარი სილამაზის სალონი, ფიტნეს და სპა ოთახი, 40 ადგილიანი კინოს დარბაზი და 25 მეტრიანი infinity ბასეინი.

მთავარ სასადილოდში განთავსებულია 2 მილიონად შეფასებული 4 ტონიანი დაკიდული კიბე, ასევე ჩანს ლოს ანჯელესის ხედი

 

სახლს მოჰყვება 30 მილიონად შეფასებული ავტო კოლექცია, 12 ავტომობილი და 10 მოტოციკლი

ავტომობილების ჩამონათვალში შედის: Pagani, Ferrari, Bentley, Rolls-Royce და სხვები.  კოლექციაში ყველაზე ძვირად შეფასებული 1936 წლის Mercedes 540k-ია რომელიც აუქციონზე 12 მილიონი დოლარი ღირს.

სახლში ასევე განთავსებულია ლუი ვიტონის ბოულინგის დარბაზი

 

ბოულინგის დარბაზს 200,000 დოლარად შეფასებული კანფეტების კედელი ამშვენებს.

 

 

ჯეიმს ბონდის თემატიკით მოწყობილი კინოს დარბაზი

 

მთავარი ოფისიდან ჩანს ლოს ანჯელესის ხედი და საკუთარი ვერტმფრენი, რომელსაც ამ დროისათვის ძრავი ამოღებული აქვს, რადგანაც კალიფორნიაში აკრძალულია საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ვერტმფრენის აფრენა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა ათი ათასი დოლარია, რომელიც სახლის დეველოპერის თქმით მომავალი მფლობელისათვის ჩვეულებრივი პარკირების ჯარიმის ტოლი იქნება.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,399 ნახვა
%d bloggers like this: