რელიგია

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედა ტერეზას ეგზორციზმის ლოცვა წაუკითხეს

Nusagi

დედა ტერეზა, ასევე ცნობილი როგორც ნეტარი ტერეზა კალკუტადან, 1910 წლის 26 აგვისტოს სკოპიეში (თანამედროვე მაკედონიის რესპუბლიკა) დაიბადა . იგი მის “ჭეშმარიტ დაბადების დღედ” 27 აგვისტოს მიიჩნევდა, დღეს,როდესაც ის მოინათლა.

იგი  მისიონერების ცხოვრების შესახებ ისტორიებით და მათი მსახურებით მოიხიბლა და 12 წლის ასაკში ირწმუნა, რომ  თავი რელიგიური ცხოვრებისთვის უნდა მიეძღვნა.  18 წლის იყო, როდესაც  გადაწყვიტა, ინგლისური ესწავლა და ლორეტელ დებს შეერთებოდა ლორეტოს სააბატოში, რეთფარნჰემში, ირლანდიაში .

ამ დროიდან მას აღარასოდეს უნახავს მისი დედა და და. 1929 წელს, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სახლი დატოვა,  ინდოეთში ჩავიდა და თავისი მსახურება დარჯილინგში დაიწყო, ჰიმალაის მთების მახლობლად, სადაც ბენგალიური ენა ისწავლა და მის მონასტერთან ახლოს მდებარე  წმინდა ტერეზას სკოლაში ასწავლიდა.

პირველი რელიგიური აღთქმა, როგორც მონაზონმა 1931 წლის 24 მაისს დადო, ხოლო სამუდამო ფიცი 1937 წლის 14 მაისს. ამ დროს იგი ლორეტოს სამონასტრო სკოლაში მსახურობდა, ენტალიში, აღმოსავლეთ კალკუტაში. ტერეზამ იქ თითქმის ოცი წლის განმავლობაში იმსახურა, ხოლო 1944 წელს დირექტორად დაინიშნა.

დედა ტერეზას ასაკის მატებასთან ერთად გულის პრობლემები ხშირად აწუხებდა.  პირველი გულის შეტევა პაპ იოანე პავლე II-სთან ვიზიტისას დაემართა, 1983 წელს, ხოლო მეორე – ექვსი წლის შემდეგ. 1992 წელს მას უნდოდა გადამდგარიყო გულმოწყალების მისიონერთა ორდენის ხელმძღვანელობიდან, მაგრამ ორდენის მონაზვნები სრულ ნდობას გამოხატავდნენ მისი, როგორც ხელმძღვანელის მიმართ, ასე რომ, მან ორდენის ხელმძღვანელობა განაგრძო . მომდევნო წლებში, დედა ტერეზას ჯანმრთელობა უარესდებოდა. მან გადაიტანა პნევმონია მექსიკაში, 1996 წლის აპრილში ლავიწი მოიტეხა, აგვისტოში მალარიით დაავადდა. გაიკეთა გულის ქირურგიული ოპერაცია გულის მარცხენა პარკუჭის გამო. მას ასევე ძილის პრობლემებიც შეექმნა. დღისით იგი თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ღამით, თითქოს ეშმაკი ეუფლებოდა მის სხეულს.

როდესაც დედა ტერეზას ამბავი შეატყობინეს მთავარეპისკოპოს დ’სუზას,  მან განაცხადა: “როდესაც ექიმებმა თქვეს, რომ ვერ იპოვეს მისი უძილობის მიზეზი, გავიფიქრე, რომ  ეშმაკები დაესხნენ თავს … მინდოდა მისი დამშვიდება და მღვდლისთვის მეთხოვა, ეკლესიის სახელით აღესრულებინა  ეშმაკების განდევნის ლოცვა“. დ’სუზამ სთხოვა ადგილობრივ მღვდელს, როზარიო სტროსციოს ეგზორციზმის ლოცვა ჩაეტარებინა.

79 წლის მამა სტროსციომ, რომაელმა კათოლიკე მღვდელმა და მოგვიანებით თავად ეგზორცისტმა განაცხადა, რომ დედა ტერეზასთვის “ბოროტი სულების განსადევნად ეგზორციზმის ლოცვა ” აღავლინა. მან პრესას განუცხადა, რომ ლოცვების დასაწყისში დედა ტერეზა უცნაურად იქცეოდა, მაგრამ ლოცვის დასასრულს დამშვიდდა.

ეგზორციზმის შესახებ მთავარეპისკოპოსი დუმდა, მაგრამ დედა ტერეზას გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, მან ამის შესახებ ისაუბრა . მისი თქმით, ეს მხოლოდ ადასტურებს დედა ტერეზას ადამიანურ მხარეს და რომ ეს იყო მხოლოდ მტკიცებულება მისი ღმერთთან სიახლოვისა.

საბოლოოდ, შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ, თუ როგორ შეიძლება ქალი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება ღვთის მსახურებაში გაატარა ეშმაკს ყოლოდა შეპყრობილი. დ’სუზლამ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა: “იმის გამო, რომ დედა ტერეზა იყო წმინდა პირი, ეშმაკი ცდუნდა მასზე მოეხდინა თავდასხმა.”

ფოტო:  პრეზიდენტი რეიგანი თავისუფლების ორდენს გადასცემს დედა ტერეზას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,013 ნახვა
%d bloggers like this: