საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთში, ავიაკატატროფის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

Nusagi

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ეხმაურება და დაღუპული მგზავრების და ეკიპაჟის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მოსკოვთან მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 71 მგზავრის დაღუპვა მოჰყვა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ რუს ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ განსაცდელისას გამძლეობას ვუსურვებ მათ“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

რეისი ნომერი 703 დომოდედოვოდან ომსკში მიფრინავდა. ლაინერი მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 6 ეკიპაჟის წევრი იყო. ყველა გარდაიცვალა. ლაინერი სარატოვის ავიახაზებს ეკუთვნოდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,632 ნახვა
%d bloggers like this: