ფიტნესი და წონაში კლება

დიეტა ჰოროსკოპის ნიშნების მიხედვით

იცით თუ არა, რომ ჰოროსკოპის ყველა ნიშნის წარმომადგენლისთვის არსებობს შასაბამისი პროდუქტი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია უფრო მეტი ჰარმონიის მიღწევა, ჯანმრთელობისა და აღნაგობის შენარჩუნება?

მერწყული

კარგი აღნაგობისათვის მერწყულებმა უნდა მიიღონ უცხიმო საკვები და რძის პროდუქტები. ასევე აუცილებელია თევზეული, ხილი, განსაკუთრებით ვაშლი და ციტრუსები. მერწყულებმა ბევრი სითხე უნდა მიიღონ. უარი უნდა თქვან ცხიმიან ხორცზე, რთულ სოუსებზე და გადამუშავებულ პოდუქტებზე.

თევზები

თევზების წარმომადგენლებმა უარი უნდა თქვან უცნაურ დიეტებზე და სხვადასხვა წონის დასაკლებ პრეპარატებზე. სასურველის მისაღწევად საჭიროა რაციონში შეიტანონ ღვიძლი, ვაშლი, ისპანახი, ქიშმიში და ფინიკი. ანუ ის პროდუქტები, რომელშიც რკინის შემცველობაა მაღალი. ხორციდან სასურველია ცხვრის და და საქონლის ხორცი.

ვერძი

მოუთმენლობა და იმპულსურიბა არ აძლევთ ვერძებს იმის საშუალებას, რომ სრულფასოვნად დაიცვან დიეტა. მთავარია მარილის რაოდენობა შეამცირონ, ამოიღონ კვებიდან ე.წ. fast food და რბილი საკვები. და რაც მთავარია არ შეიძლება ალკოჰოლი. აქცენტი უნდა გააკეთონ სანელებლებზე, ნიორზე და თხილზე.

კურო

კუროებს უყვართ ჭამა და ამას ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში აკეთებენ. აუცილებელია რაციონიდან ამოიღონ საფუარზე დამზადებული ყველა პროდუქტი, სახამებელი, დესერტი და ზოგადად შაქარი. სასურველია ბევრი ხილის, სანელებლების და წიწაკის მიღება.

ტყუპები

ბუნებრივად სუსტი აღნაგობის ტყუპები თუ მაინც გადაწყვეტენ დიეტაზე ყოფნას, უმჯობესია მეტი ეფექტურობისთვის ეს კუროსთან ერთად გააკეთონ. საჭიროა კვების რაციონში თევზის პროდუქტის, ყველის,სტაფილოს, ნუშისა და ციტრუსების შეტანა. ტყუპებისთვის ზიანი მასტიმულირებელ პრეპარატებს მოაქვთ.

კირჩხიბი

ჭამის მოყვარულ კირჩხიბს დიეტის დასაცავად ესაჭიროება მეგობარი, რომელიც ამ პროცესს მასთან ერთად აზარტულს გახდის. ეფექტის მისაღებად საჭიროა ბევრი რძის პროდუქტი, კვერცი, ყველი და ბროკოლი. ზოგადად კალციუმის შემცველი პროდუქტები. ასევე პომიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო. კირჩიბებს ვნებთ სახამებლიანი და ტკბილი პროდუქტი.

ლომი

ლომებს მხოლოდ კოლექტიურად შეუძლიათ გახდომა. ამასთან დიეტა უნდა შეიცავდეს ინდაურის, ან უცხიმო საქონლის ხორცს. ასევე სოკოს და ყველა იმ პროდუქტს რომელიშიც ჭარბი რაოდენობითაა ვიტამინი Е. აუცილებელია წითელი თევზი, ავოკადო და მზესუმზირის ზეთი. სრულიად ამოღებულ უნდა იქნას კვებიდან კვერცხის გული, ცხოველური წარმოშობის ცხიმი და კარაქი.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად აკრძალულია ცხიმიანი ხორცი და გადამუშავებული პროდუქტი. ვეგეტარიანული კვება უნივერსალურია მათთვის იდეალური აღნაგობის მისაღწევად. აუცილებელია თხილის მიღება. ასევე უჯრედისი, რომელიც მრავლადაა ბოსტნეულსა და ხილში.

სასწორი

სასწორი არ აღიარებს დიეტებსა და ვარჯიშს. მაგრამ თუ ეს მაინც აუცილებელია, მათთვის არ არის რთული კვების ახალ რეჟიმზე გადასვლა. სასწორისთვის აუცილებელია ვაშლი, სტაფილო, მარწყვი, ისპანახი, შვრია და ლობიო. მჟავე პროდუქტი სასწორმა მთლიანად უნდა ამოიღოს კვებიდან.

მორიელი

შესანიშნავად იტანენ ნებისმიერ დიეტას, მაგრამ სასურველია თუ ის არ იქნება ძალიან მკაცრი, რადგან მათთვის აუცილებელია მინერალებისა და ვიტამინების მიღება. საკვები ბევრ კალიუმს უნდა შეიცვადეს. ესენია: მარწყვი, ნესვი, ბაბანი, კარტოფილი, ნუში და თევზი. ასევე კარგია კიტრი, ნიახური და ოხრახუში. კვებიდან მორიელმა სრულიად უნდა ამოიღოს დამარილებული და შებოლილი პროდუქტი.

მშვილდოსანი

მათთვის დიეტა მხოლოდ ვარჯიშთან ერთადაა ეფექტური. დიეტის დროს კი აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღება რომელიც С ვიტამინითაა გამდიდრებული. ესენია: კივი, ციტრუსები, ბულგარული წიწაკა და მჟავე კომბოსტო. ასევე სასარგებლოა ქლიავი, ლეღვი და პომიდორი. მშვილდოსნებმა საკვებიდან უნდა ამოღონ ალკოჰოლი და საფუარზე დამზადებული ყველა პროდუქტი.

თხის რქა

მიზანდასახულობა თხის რქებს სასურველის სწრაფად მიღწევაში ძალიან ეხმარება. კვებაში სასურველია თუ შეიტანენ უცხიმო ხორცს, მაკარონს, ნუშს, გარგარს და ყველა იმ პროდუქტს რომლიეც მდიდარია ცინკით-ნიახური, კომბოსტო, უცხიმო თევზი, ლიმონი, კვერცხი და ხორბლის ბურღული. კატეგორიულად ეკრძალებათ ცივი საკვები

Facebook Comments