ახალი დამატებული

,,რუსეთის ფოსტა” მისი კუთვნილი ვერტმფრენის კატასტროფის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

Nusagi

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავი Ан-148 “რუსეთის ფოსტის” კუთვნილ ვერტმფრენს შეეჯახა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ 11 თებერვალს კომპანიის პრეს-სამსახურმა განაცხადა.

“ჩვენ არ გვყავს საკუთარი ვერტმფრენები”-აცხადებს სააგენტოსთან “რუსეთის ფოსტის” წარმომადგენელი.

კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი წერილები და ამანათები იმით აიხსნება, რომ თვითმფრინავს, რომელმაც კატასტროფა განიცადა, საფოსტო კორესპონდენციით სავსე მომცრო ტომარა (20კგ) გადაჰქონდა.

დღისით, სარატოვის ავიახაზების კუთვნილი Ан-148 რამენსკის რაიონში, დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, რამდენიმე წუთში   ჩამოვარდა. ლაინერი მოსკოვიდან ორენბურგის ოლქში მიფრინავდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა.  ყველა მათგანი დაიღუპა.

 

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,362 ნახვა
%d bloggers like this: