ხელოვნება და კულტურა

ვინ დაწერა სინამდვილეში შექსპირის პიესები

Nusagi

 

ელიზაბეთის ეპოქის დრამატურგი კრისტოფერ მარლო ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც შექსპირის სამი პიესის თანაავტორი. ამის შესახებ BBC NEWS წერს. გარკვეულ წრეებში დიდი ხანია არსებობდა ეჭვი, რომ შექსპირის შემოქმედებაში მარლოს ხელი ერია. ორი დრამატურგის სახელი ახლა უკვე ერთობლივად გამოჩნდება ჰენრი VI–ის პიესების სათაურებში, შექსპირის ოქსფორდისეულ ახალ გამოცემებში.

გამოცემის რედაქტორის, გარი ტეილორის თანახმად, მკვლევარებმა მარლოს წვლილი მიიჩნიეს, როგორც “ძლიერი და ნათლად საკმარისი”.

მარლო ცნობილია, როგორც პიესების ავტორი, მათ შორის “დოქტორ ფაუსტუსის”. ეჭვი მის თანაავტორობაზე ჰენრი VI–ის I, II და III ნაწილებში, ისევე, როგორც შექსპირის სხვა პიესებში, ჯერ კიდევ მე -18 საუკუნეში შეიტანეს. მაგრამ პირველად ხდება, როდესაც ეს ოფიციალურად იქნა აღიარებული.

‘მეტოქეები ზოგჯერ თანამშრომლობენ’

მეცნიერებმა, რომლებიც შექსპირის ყველა ცნობილი ნამუშევრის კოლექციის ახალ ოქსფორდისეულ გამოცემაზე მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ შექსპირის თანამშრომლობა სხვა დრამატურგებთან უფრო ფართოა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. კვლევამ, რომელშიც 23 უცხოელი მკვლევარი მონაწილეობდა, 44 შექსპირის პიესიდან 17 პიესა გამოავლინა, რომლებიც სხვა ავტორებთან თანამშრომლობითაა დაწერილი. ახალი კვლევა მოიცავდა როგორც ტრადიციულ ტექსტურ ანალიზს, ისე კომპიუტერული ინსტრუმენტების გამოყენებას ხელნაწერთა შრიფტის შესასწავლად.

გარი ტეილორმა, შექსპირის ოქსფორდის ახალი გამოცემის ერთ–ერთმა მთავარმა რედაქტორმა The Guardian–ს განუცხადა: “ჩვენ შევძელით, მარლოს არსებობის დადგენა სამ პიესაში, სადაც მისი ხელწერა ძლიერ და მკაფიოდ იკითხება”. “ახლა ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მათ არა მხოლოდ ერთმანეთზე იქონიეს გავლენა, არამედ ერთად მუშაობდნენ. ზოგჯერ მეტოქეები თანამშრომლობენ”.

კეროლ რათერმა, უორვიკის უნივერსიტეტის პროფესორმა და შექსპირის შემოქმედების მცოდნემ BBC News-ს განუცხადა: “საკითხი ჯერ კიდევ ღიაა ადამიანებისთვის, რათა საკუთარი გონებით განსაჯონ. მე ვფირობ ოქსფორდის უნივერსიტეის მიერ გამოტანილი დასკვნა არ არის საკმარისი ზოგიერთი ადამინისთვის ამ საკითხის გადასაჭრელად. მაგრამ ის კი ცხადია, რომ შექსპირი სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად მუშაობდა იმ დროს თეატრში”- დასძინა მან.

“მე ვფიქრობ, შექსპირი თანამშრომლობდა ყველანაირ ადამიანთან … მაგრამ მე ძალიან გამიკვირდება, თუ მარლო ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდება, ამის მიზეზი ის არის, რომ როდესაც ეს პიესები დაიწერა, მარლო თეატრალური პიესების ავტორთა სამაგალითო წარმომადგენელი იყო. რატომ დათანხმდებოდა იგი ეთანამშრომლა უსახელო მსახიობთან?”

კითხვაზე, თუ კიდევ ვის შეიძლება გავლენა მოეხდინა შექსპირის შემოქმედებაზე, პროფესორმა რათერმა განაცხადა: “მე ვფიქრობ ჩვენ დრამატურგები კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ მსახიობები”. “დიახ, შექსპირი თანამშრომლობდა. მაგრამ ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ მან თავისი კარიერა დაიწყო დასში, სადაც ის უკვე მსახიობი იყო და თანამშრომლობდა არა სხვა დრამატურგთან, არამედ მსახიობებთან, რომელთაც გათავისებული ქონდათ მარლო სცენაზე, თავიანთ თამაშში და ხმაში”. “ისინი იყვნენ სწორედ ის პირები, რომლებსაც მარლოს გავლენა გადმოქონდათ თავიანთ თამაშში”.

ვინ დაწერა სინამდვილეში შექსპირის პიესები

შექსპირის ნაწარმოებების ავტორობაზე კამათი საუკუნეებია მიმდინარეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი ზოგიერთი, ან ყველა პიესა ოთხი მწერლის დაწერილია, მათ შორის – მარლოსი. 2011 წელს გამოშვებული ფილმის – “Anonymous” თანახმად, პიესების ავტორი ედუარდ დე ვერე, მე -17 საუკუნეში მცხოვრები ოქსფორდის გრაფი იყო . სხვა დრამატურგები, რომლებიც ივარაუდებიან პიესების ავტორებად, არიან სერ ფრენსის ბეკონი და უილიამ სტენლი, დერბის მე-6 გრაფი.

გახმაურებული მოღვაწეები, რომლებმაც ეჭვი გამოთქვეს შექსპირის ნამდვილ ავტორობაში მოიცავს ჩარლი ჩაპლინს და მარკ ტვენს, რომელმაც განაცხადა: “სტრეტფორდელ შექსპირს არასოდეს ცხოვრებაში პიესა არ დაუწერია”.

ფოტოზე მარცხნივ კრისტოფერ მარლო, მარჯვნივ უილიამ შექსპირი.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,890 ნახვა
%d bloggers like this: