კრიმინალი

გუგეშაშვილის ოჯახი ეჭვობს, რომ თავდასხმა შესაძლოა 15 წლის წინანდელ ინციდენტს უკავშირდებოდეს

Nusagi

დოდო გუგეშაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ 7 თებერვალს  განხორციელებული თავდასხმა 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს. როგორც დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი აცხადებს, წლების წინ ინცინდენტი დაკავშირებული იყო ნოდარ გუგეშაშვილის მეგობართან.

„ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე ინციდენტი, ოღონდ ფიზიკური დაზიანების ან სხვა გართულებების გარეშე. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავი“, – განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა „იმედთან“.

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით. არაოფიციალური ინფორმაციით, გუგეშაშვილმა მკვლელობაში ბრალდებული დაჭრა, თუმცა დღეს ეს თემურ გუგეშაშვილმა გამორიცხა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,793 ნახვა
%d bloggers like this: