მედიცინა

ნაპოვნია კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატი

Nusagi

აშშ-ის ჯორჯთაუნის ონკოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კომბინაცია პრეპარატების, რომლებიც მიმართულია ახალი სისხლძარღვებს წარმოქმნის წინააღმდეგ და იმუნური სისტემის გაძლიერებისკენ, , აგრესიული ფორმის კიბოსთან ბრძოლის საშუალებას იძლევა, თანაც გვერდითი ეფექტების გარეშე . ამის შესახებ MediacalXpress-ის პრეს-რელიზშია ნათქვამი.

პრეპარატი აქსიტინიბი ორგანოში, ან ქსოვილში ბლოკირებას უკეთებს ანგიოგენეზს-  ხელს უშლის ახალი სისხლძღაღვების წარმოქმნას, რაც  ავთვისებიანი სიმსივნის დროს ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. იმუნომოდულირების აგენტი-პემბროლიზუმაბი – იმუნური სისტემის საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორია. საკონტროლო წერტილებს სპეციფიურ ცილებს უწოდებენ, რომლებსაც კიბო იყენებს ლიმფოციტების მოსატყუებლად და მათი შეტევის ასაცილებლად. პემბროლიზუმაბი მოიწონა FDA-მ რამდენიმე სახის სიმსივნის სამკურნალოდ მათ შორის- მელანომის, ფილტვის, შარდის ბუშტის, თავის და ყელის.

მანამდე, პრეპარატების კომბინაცია, რომლებიც ანგიოგენეზის ბლოკირებისა და იმუნომოდულატორებისთვის იყო განკუთვნილი, მწვავე ტოქსიკურ შენაერთს ქმნიდა. თუმცა თირკლმის კიბოთი დაავადებული 52 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ახალი პრეპარატები გაცილებით უსაფრთხოა. პაციენტთა 90 პროცენტში რემისია შეინიშნა, დრომ კი, როცა დაავადების პროგრესირება აღარ მოხდა, 20,3 თვე შეადგინა.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,703,171 ნახვა
%d bloggers like this: