კულინარია

რესტორან ,,სულუგუნის” მენეჯერის კომენტარი და მაგიდა, რომელიც სააკაშვილის შემდეგ დარჩა

რესტორანი “სულუგუნი”, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, კრეშატიკიდან და ევროპის მოედნიდან 100 მეტრში, მუზეუმის ჩიხში ანუ კიევის ცენტრში მდებარეობს. ის კიევში ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ რესტორნად ითვლება და საკმაოდ ძვირიცაა. რესტორნის ადმინისტრატორი ოლგა აცხადებს, რომ სააკაშვილი მათი ხშირი სტუმარია. სანამ დააკავებდნენ, საკმაოდ დიდხანს იჯდა, შეუკვეთა ის,რასაც ყოველთვის უკვეთავს ხოლმე. ხინკალი, ხაჭაპური, ტოლმა. ბოლოს კი ჩაი. მან კარგად მიირთვა და მაძღარი წავიდა. “-ამბობს ოლგა ჟურნალიტებთან საუბრისას.   სააკაშვილის მაგიდა კი მისი აყვანის შემდეგ ასე გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ რესტორან “სულუგუნში” პარტია “ახალი ძალების” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სააკაშვილის მხარდამჭერების თქმით, სპეცრამის წევრებს ფორმაზე წარწერა ДПСУ-(მესაზღვრეები) ჰქონდათ. სასაზღვრო სამსახურის სპიკერის განცხადებით, სააკაშვილის აყვანის მომენტში, მესაზღვრეებს უცნობი პირები დაესხნენ თავს და ხელის შეშლა სცადეს, რის გამოც სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენება გახდა საჭირო.

Facebook Comments