პოლიტიკა

ფეხებზე მკიდია მუხთალი თუ მურტალი რას აკეთებს, მაგრამ ის ხომ ხედავთ რა გიჟია, ერევანს ეცილება სომხებს!

Nusagi

“რესპუბლიკური პარტიის “წევრი დავით ზურაბიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გარშემო ატეხილ ხმაურს ეხმიანება და წერს:

“აბა არ უნდა გადაგვეცა აზერბაიჯანისთვის? მე კი ფეხებზე მკიდია ის მუხთალი თუ მურტალი რას აკეთებს, მაგრამ ის ხომ ხედავთ რა გიჟია? ერევანს ეცილება სომხებს! ჰოდა გაურთულდა ამ კაცზე და რა გვექნა? დამპალმა მიშამ ისეთი ხელშეკრულებები გააფორმა აზერბაიჯანთან, ისეთი პრივილეგიები მისცა, რომ ლამის ნახჭევანის ოლქის დონეზე დაგვიყვანა. ახლა ვცდილობთ რაღაცეების დაბრუნებას ნელ-ნელა.

ვინმე თუ ფიქრობს რა მოხდებოდა რომ არ გადაგვეცა მისთვის, რა პროცესები წავიდოდა? ამხელა სახელმწიფოებრივ პროექტებს ხომ ვერ გავაჩერებდით ვიღაც დეგენერატის გულისთვის, მაგრამ ღიადაც ხომ ვერ ვიზამდით ამას? რომ დამდგარხართ აქ, დაგიღიათ პირი და ამერიკის ელჩმა ეს თქვა, ევროსავეტში ის თქვეს? რისთვის შეგიყვანეთ პარლამენტში ეს ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნეები? იმისთვის შეგიყვანეთ, რომ ესეთი რაღაცეები გაუიასნოთ მაგათ, თორემ კრიპტოვალუტაზე გკითხეთ ვინმეს რამე? ერთი კანდელაკი გჯობნით ყველას აქ და ერთი წოწორია იქ, აბოლებენ მთელ მსოფლიოს, თქვენ კი სახელმწიფოს ინტერესები ვერ დაგიცავთ, ჩემზე ხომ არ გთხოვთ არა რამეს?

ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინაღმდეგ, ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ რუსთავი-2-ის ეთერში იყვირონ მერე და აწიონ ისტერიკა. გასატაცებელი იყო და გაიტაცეს. ძალიანაც სწორად მოიქცა ჩვენი კაგებე! აბა რა უნდა ექნა? მერე ფოთის პორტი? მერე ფქვილის იმპორტი? მერე გაზი? გაზპრომი მაგათ არ უნდათ და თუ ილჰამი და სოკარიც აღარ უნდათ, ეს გაზი საჩხერეში კი არ ამოდის ჩერნოზემიდან… თუ იქ კრასნოზემია? მოკლედ ეგაა: აყვირებენ სპეციალურად, რომ სახელმწიფო დააზიანონ. თქვენ თვითონ უნდა ხვდებოდეთ ისე ამდენს და ჩემი თქმა არ უნდა გჭირდებოდეთ, თქვენ ხართ პოლიტიკოსები, დეპუტატები და მინისტრები, მე კი არა. რანაირად გაჩმორებენ ეს ნაცები და რუსთავი?

ჰოდა ასე, ვსიო. კანეც ფილმა. წადით ახლა და ილაპარაკეთ სიმართლე!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: