შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად „112“-ის დღესთან დაკავშირებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის „ქოლ-ცენტრს“ ეწვია.
ღონისძიებაზე „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია წარმოადგინა. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.
Facebook Comments Box