პოლიტიკა

ადამიანი, რომელსაც უკრაინაში მესიის ამბიციები ჰქონდა, რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს

Nusagi
“მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ცხრაწლიანი, მე ვიტყოდი, დიქტატურა, ტოტალური კონტროლი, და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. როგორ, რანაირად, – ეს დროის ფაქტორია, თუმცა მე ჩემი ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ერთი პოლიტიკოსის ბედი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: