კრიმინალი

დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელთან, სავარაუდოდ, ქვების ბიზნესი აკავშირებდა

Nusagi

დოდო გუგეშაშვილს საკუთარი შვილის მკვლელთან ძვირფასი ქვების ბიზნესი აკავშირებდა. კურიერმა დღეს მხედრიონის ყოფილი ლიდერის ჩვენების რამდენიმე დეტალი გაარკვია.

კურიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა, რომელიც მხედრიონის ყოფილ ლიდერს 4 თვის წინ, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაუკავშირდა და ქარვის ერთობლივი ბიზნესის წამოწყება შესთავაზა. შეთანხმების თანახმად, გუგეშაშვილი თავდამსხმელს სახელად ზურას, უკრაინიდან ქარვის თვლების შემოტანაში უნდა დახმარებოდა, ამ ნაკეთობების რეალიზაციას კი თურქეთში ზურა უზრუნველყოფდა.

დოდო გუგეშაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ ქარვის უკრაინაში შეძენასა და საქართველოში შემოტანაზე თადარიგის პოლკოვნიკს ვინმე ზურასთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, ძირითადად ნაქირავებ ბინაში. ორჯერ გუგეშაშვილი ზურამ კაფეშიც დაჰპატიჟა, სადაც მისი კუთვნილი ლურჯი ფერის ავტომობილით წაიყვანა. კურიერის ინფორმაციით, ახლა სამართალდამცველები კვების ობიექტის ჩანაწერების ამოღებაზე მუშაობენ.

საქმის ამ გარემოებებზე დაზარალებულის ადვოკატი ვერ საუბრობს. გელა ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ დამნაშავეს მხოლოდ გუგეშაშვილის ლიკვიდაცია სურდა.

წყარო: კურიერი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,666 ნახვა
%d bloggers like this: