სამართალი

სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციის საკითხს სახალხო დამცველი გამოეხმაურა

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციის საკითხს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს ომბუდსმენის მანდატი სხვა ქვეყნებზე არ ვრცელდება, თუმცა მისი აპარატი აკვირდება და სწავლობს იმ სასამართლო დავებს, რომელიც სააკაშვილის წინააღდეგ საქართველოში მიმდინარეობს.
„სახალხო დამცველის მანდატი არ ვრცელდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო დავებს და სისხლის სამარტლის წარმოების საქმეებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. განსაკუთრებით ბოლო გადაწყვეტილებას, რაც დადგა შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვსწავლობთ და გვექნება შესაბამისი პოზიციები. მხოლოდ ეს არის ის, რაზეც შემიძლია ვისაუბრო მე, როგორ სახალხო დამცველმა.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: