საგარეო პოლიტიკა

სირიაში, აშშ-ის არმიამ ასობით რუსი სამხედრო მოსამსახურე გაანადგურა

Nusagi

გასული კვირის ბოლოს, გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ღამით აშშ-ის კოალიციის “თავდაცვითი” დარტყმის შედეგად ნაცვლად სირიის სამთავრობო ძალებისა, განადგურებულ იქნა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიის «ЧВК Вагнер»-ის დანაყოფები, რომლის შემადგენლობაშიც რუსი სამხედროები არიან. ამის შესახებ რუსეთის პრესა იტყობინება.

The Washington Post-ის ინფორმაციით, “სირიის დემოკრატიული ძალების” გენერალმა ხასანმა განაცხადა, რომ 7 თებერვალს მან მზვერავებისგან შეტყობინება მიიღო, რომ მზადდებოდა ასადის რეჟიმის მხრიდან თავდასხმა. მან დეირ-აზ-ზორში, კონტაქტზე მყოფ რუს პირს დაურეკა და შეეცადა სიტუაციის განმუხვას.
შეტევა დაახლოებით 22:00 სთ-ზე დაიწყო, ხასანის თქმით, მასში მონაწილეობა მიიღეს რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა(ნაიომნიკებმა) “ЧВК Вагнер”-დან. ამერიკულმა ავიაციამ კი თვითმფრინავების AC-130 და უპოლოტოების მეშვეობით შეტევით უპასუხა. კოალიციის ძალებმა , რომლებსაც აშშ მეთაურობს, რამდენიმე საათის განმავლობაში ასობით დაქირავებული სამხედრო გაანადგურა, რომელთა ზუსტი რიცხვი სხვადასხვა წყაროების მიხედვით 200-დან 600-მდეა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასმის შედეგად განადგურებულ დანაყოფებს რუს სამხედროებთან კავშირი არ აქვთ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,814 ნახვა
%d bloggers like this: