პოსტები სოციალური ქსელიდან

არის თუ არა ,,ბახალა” საზოგადოებისთვის საშიში?-ასეთი კითხვა მოვისმინე ლაშა ბუღაძისგან ტელევიზიით

Nusagi

– არის თუ არა “ბახალა”, რომელიც 845 აბი “სუბოტექსით” დააკავეს საზოგადოებისთვის საშიში? – ასეთი კითხვა მოვისმინე ლაშა ბუღაძისგან ტელევიზიით.

ეს კითხვა მან თქვენ – საზოგადოებას, ტელემაყურებელს დაგისვათ!

ისე, თავისი პასუხიც გაცნობათ, რა თქმა უნდა არაო.

მეც გეკითხებით, თქვენ როგორ ფიქრობთ – არ არის?!

კახეთისკენ მიმავალს, სართიჭალაში მანქანის საბურავი დაგვეშვა და იქვე ვულკანიზაციაში შევედით. იქიდან მოჩანს სოფელი იორმურანლო. იორმუღანლოში მოჩანს ფილარმონიის მსგავსი შენობები, რომლებსაც ჩვენი თანამემამულე აზერბაიჯანელები ფლობენ. ვიფიქრე, მშრომელი ხალხია … ვაჭრობენ, თესავენ, მოსავალი მოყავთ, ღმერთმა სიკეთე მისცეთ – აშენონ…

თუმცა, ამ მტვრიან გზაზე მტვერში და მაზუთით ამოგანგლულ, დაგლეჯილ სპეცტანსაცმლიან ქართველ ბიჭებს რომ შევხედე, ცოტა გავბრაზდი და საყვედურივით ვუთხარი – “აგერ იმათ რა სახლები აუშენებიათ, თქვენ ქართველებს რა დაგემართათ, ასე რატომ ცხოვრობთ-მეთქი.”

“ისინი რომ ფულს შოულობენ, იმ გზით ნაშოვარ ფულს სახლში როგორ შევიტანო” – მითხრა მაზუთით თუ ტაოტით მოთხვრილმა ახალგაზრდა კაცმა, უცებ მივხვდი, რასაც გულისხმობდა და შემრცხვა.

ეს სახლები ვერაზე, ვაკეში, საბურთალოზე, დიღომში და სხვაგან გაყიდული სახლების, გაყიდული ცოლის ნიშნობის ბეჭდების და საყურეების, არც ისე იშვიათად “ნარკობარიგისთვის” “სექსუალურ მონად” მიყიდული ცოლების, დების, შვილის უბედურების შემხედვარე ინფარქტით მკვდარი მშობლების და ჩვენი ახალგაზრდების სისხლის, სიცოცხლის და სხვა უბედურების ფასად და საფასურად არის აშენებული…

არის თუ არა, სადღაც იორმუღანლოში თუ ფონიჭალაში მცხოვრები “ნარკობარიგა” მამედოვი (პირობითად!) საზოგადოებისთვის საშიში?!

არის?! რატომ რომ მამედოვია იმიტომ, თუ იმიტომ რომ ” ნარკობარიგაა”?!

თუ “ნარკობარიგობისთვის”, მაშინ რატომ არ არის საზოგადოებისთვის საშიში, ვინმე “ბახალა”, რომელიც დაჭერილ იქნა 845 აბი სუბოტექსით, რაც მინიმუმ 1000 ახალგაზრდა კაცის დასაღუპად არის საკმარისი?!

ერთი თავად “ნარკოდამოკიდებული” მასხრობდა და მიყვებოდა ისტორიას, როგორ აცნობდა იმერეთის ერთ საკურორტო ქალაქში ჩასულს, “ბირჟაზე” მდგომ თავის მეგობრებს მისი ასევე “ნარკოდამოკიდებული” მასპინძელი… “გია, ვახო, სოსო, დათო… – დაიწყო თურმე გაცნობის პროცედურა და ისე რომ ნახევარიც არ გააცნო, უცებ გაჩერდა, ეშმაკური ღიმილით გაიღიმა და თქვა, – თუმცა, გაცნობას რა აზრი აქვს… შენ მომდევნო ზაფხულამდე აქ არ ჩამოხვალ, მომავალ ზაფხულს კი, ესენი არც ერთი ცოცხლები აღარ დაგხვდებიან…”

ახლა მე დაგისვამთ იგივე კითხვას – “არის თუ არა “ნარკობარიგა” “ბახალა” საზოგადოებისთვის საშიში”?!

P.S. შეგახსენებთ,

1. ვინმე “ბახალას” სასამართლომ ყველაზე ლმობიერი სასჯელი მიუსაჯა, რისი მისჯაც “ნარკო-ბარიგისთვის” სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არის შესაძლებელი;

2. ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ ნარკოდამოკიდებულებთან მიმართებაში სისხლის სამართლის კოდექსი და კანონმდებლობა დასახვეწია.

პირადად მე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლებდი იმ ნარკომომხმარებლებს, ვინც საკუთარი ნებით გამოთქვამდა სურვილს ემკურნალა სპეციალიზირებულ, ლიცენზირებულ სამკურნალო დაწესებულებებში, ამასთან ერთად გავამკაცრებდი კოდექსს “ბახალასნაირ” და უფრო მსხვილ “იორმურანლოელ, გაჩიანელ, თბილისელ და ა.შ. “ნარკობარიგებისთვის”…

უვადო პატიმრობა – სიკვდილის მთესველებს – სიკვდილით მოვაჭრეებს
“ნარკობარიგებს”!”-წერს  ბესიკ ლაგვილავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,890 ნახვა
%d bloggers like this: