საგარეო პოლიტიკა

რესტორან ,,სულუგუნში” მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები

Nusagi

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ შევიდა სპეცრაზმის რამდენიმე წევრი კიევში მდებარე ქართულ რესტორან “სულუგუნში”, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა და როგორ გამოჰყავთ ის რესტორნიდან.

კადრების მიხედვით, რომელიც რესტორნის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, მიხეილ სააკაშვილი რესტორნიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს. რესტორნის მენეჯერის თქმით, სააკაშვილმა როგორც ყოველთვის, ხინკალი, ტოლმა, ხაჭაპური, ყველის ასორტი და ჩაი შეუკვეთა. დაკავებამდე მან ყველაფრის ჭამა მოასწრო და ანგარიშიც გადაიხადა.

მიხეილ სააკაშვილის  დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის ის ვარშავაში იმყოფება და ევროკავშირს დახმარებისკენ მოუწოდებს.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,564,879 ნახვა
%d bloggers like this: