ისტორია

რატომ აღინიშნება ვალენტინის დღე- დღესასწაულის ისტორია

Nusagi

დღესასწაული კონკრეტული პირს უკავშირდება- ქრისტიან მღვდელს, ვალენტინს.
ეს ისტორია 269 წლით თარიღდება. მაშინ რომის იმპერიას კლაუდიუს მეორე ხელმძღვანელობდა. ბრძოლებში ჩაბმული რომის იმპერია ჯარისკაცების ნაკლებობას განიცდიდა, მხედართმთავარი კი თვლიდა, რომ მისი გეგმების მთავარი მტერი- ქორწინება იყო, რადგან ცოლიანი ლეგიონერი იმპერიის დიდებაზე უფრო ნაკლებად ფიქრობს, ვიდრე იმაზე, თუ როგორ გამოკვებოს ოჯახი.
ჯარისკაცებში მხედრული სულის შესანარჩუნებლად იმპერატორმა გამოსცა კანონი, რომელიც ქორწინებას კრძალავდა.
თუმცა საბედნიეროდ, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც იმპერატორის რისხვას არ შეუშინდა და ლეგიონერებს საიდუმლოდ აქორწინებდა. ეს იყო მღვდელი, სახელად ვალენტინი რომაული ქალქი ტერნიდან. როგორც ჩანს, ის ნამდვილი რომანტიკოსი იყო, რადგან მისი საყვარელი საქმიანობა იყო ნაჩხუბარი შეყვარებულების შერიგება, სასიყვარულო წერილების წერაში დახმარება, ლეგიონერების თხოვნით მათ შეყვარებულებთან ყვავილების თაიგულების მიტანა.
როდესაც ამის შესახებ გაიგო, იმპერატორმა ვალენტინის სიკვდილით დასჯა ბრძანა. ტრაგედია იმაშიც მდგომარეობდა, რომ თვითონ ვალენტინსაც შეუყვარდა ციხის ზედამხედველის ქალიშვილი.
სიკვდილამდე მღვდელმა გოგონას წერილი მისწერა და სიყვარულში გამოუტყდა. ბოლოში კი მიაწერა “შენი ვალენტინი”.
ვალენტინის სიკვდილით დასჯის თარიღი რომაულ დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც იუნონას- სიყვარულის ქალღმერთის პატივსაცემად იმართებოდა. მას შემდეგ ადამიანები ყოველ 14 თებერვალს იხსენებდნენ ვალენტინს და შეყვარებულების დღეს აღნიშნავდნენ.
შემდგომში, ვალენტინი, როგორც ქრისტიანი მოწამე, რომელიც რწმენას შეეწირა, კანონიზირებული იქნა კათოლიკური ეკლესიის მიერ. 496 წელს კი რომის პაპმა გალასიუსმა 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღედ გამოაცხადა.
1969 წლიდან, ღვთისმსახურების რეფორმის შედეგად წმინდა ვალენტინი კათოლიკური ეკლესიის კალენდრიდან ამოიღეს (სხვა რომაელ წმინდანებთნა ერთად, რომელთა ცხოვრების შესახებ დადასტურებული ინფორმაციები არ მოიპოვებოდა)

მიუხედავდ ამისა, 14 თებერვლის დღესასწაული საეკლესიოდან სახალხოდ გადაიქცა და შეყვარებულების დღე ეწოდა.
საქართველოში სიყვარულის დღე უკვე 20 წელზე მეტია 15 აპრილს აღინიშნება, თუმცა ორმაგ დღესასწაულებს მიჩვეულ ქართველებს ეს ხელს არ უშლის, რომ სიყვარულის დღე 14 თებერვალსაც აღნიშნონ.
რაც მეტი, მით უკეთესი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,904 ნახვა
%d bloggers like this: