ცხოველები

სსრკ-ს დაშლის მომსწრე თეთრი დათვი, მარტოობასა და შიმშილში გარდაიცვალა

Nusagi

პერმში რუსეთის ყველაზე მხცოვანი თეთრი დათვი ამდერმა გარდაიცვალა, ამის შესახებ “რია ნოვოსტი”-ს ადგილობრივი ზოოპარკის კურატორმა შეატყობინა.
“მიუხედავად თავისი ასაკისა, ამდერმა საკმაოდ აქტიური იყო. მხოლოდ ბოლო კვირას დაიმალა თავის ვოლიერში და პუბლიკასთან აღარ ჩნდებოდა. სიკვდილის წინ კი საკვების მიღებაც შეწყვიტა”-განუცხადა სააგენტოს ზოოპარკის თანამშრომელმა.

დათვის ზუსტი ასაკი უცნობია, ის ადამიანებთან 1989 წელს მოხვდა, როდესაც თავის ბელებთან ერთად სოფელ ამდერმაში გამოჩნდა. 1991 წლის დეკემბერში , როცა უმაღლესმა საბჭომ სსრკ-ს არსებობის შეწყვეტის შესახებ დეკლარაცია მიიღო, დათვი უკვე ზოოპარკში იმყოფებოდა.
“ის სულ ცოტა 38 წლის იყო, ეს ზოოპარკში მყოფი თეთრი დათვებისთვის რეკორდული ასაკია, ამ ხნის განმავლობაში ამდერმამ უამრავი შთამომავალი შვა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებში ცხოვრობენ.” -განაცხადა ზოოპარკის კურატორმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: