ახალი დამატებული

დოდო გუგეშაშვილმა მის ოჯახზე მომხდარ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა

Nusagi

„ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს”, – ასე გამოეხმაურა ყოფილი “მხედრიონელი” დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე განხორცილებულ თავდასხმას.
“ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი…. დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ არის. უბრალოდ ვერ ვხვდები, რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელი აქ არ არის”, – აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა. მისი კომენტარი ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ “ფეისბუქზე” გაავრცელა.
როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების ამბავი დღეს შეიტყო. ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილს შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს. ამის შემდეგ ყოფილი “მხედრიონელი” რეანიმობილით იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც მისი ვაჟის ცხედარი ასვენია. მოგვიანებით გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში დააბრუნეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,013 ნახვა
%d bloggers like this: