ახალი დამატებული

თებერვალში მოქალაქეებს წყლის გადასახადის გადახდა გაზრდილი ტარიფით მოუწევთ

Nusagi

მოქალაქეებს წყლის გაზრდილი ტარიფის გადახდა უკვე თებერვალში მოუწევთ. ამის შესახებ, მოქალაქეთა ნაწილმა სმს შეტყიბინება უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, წინასაახალწლო პერიოდში მიიღო.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, წყლის ტარიფი თბილისის გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, გაუმრიცხველიანებლისთვის კი 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით გაიზარდა. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით, დაახლოებით, 2 თეთრით შემცირდა. კერძოდ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებულ აბონენტებს თებერვალში – 0.329 თეთრის/მ3, გაუმრიცხველიანებელ აბონენტებს (სულადობრივი) – 3.892 ლარის/სულზე/თვეში გადახდა მოუწევთ. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი – 4.400 ლარი/მ3-ი იქნება.
ამასთან, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის ტარიფი დაახლოებით, 12 თეთრით, გაუმრიცხველიანებელ აბონენტებს 1 ლარით და 48 თეთრით, არასაყოფაცხოვრებო სექტორს კი დაახლოებით, 35 თეთრით გაუძვირდა.
კერძოდ, შპს „მცხეთის წყალის“ წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფებია: გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის – 0.329 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი) – 3.888 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო ტარიფები – 3.548 ლარი/მ3.

რაც შეეხება შპს „რუსთავის წყალს“, მისი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფებია: გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის – 0.405 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისათვის (სულადობრივი) – 2.281 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო ტარიფები – 3.644 ლარი/მ3.

შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის მიერ დადგენილი აღნიშნული ტარიფები ძალაში 2020 წლის ბოლომდე იქნება.
bpn

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,237,224 ნახვა
%d bloggers like this: