საგარეო პოლიტიკა

ის, რაც ახლახანს მოხდა სირიაში-ისტორიაში პირველად, სამხედრო შეტაკება რუსებსა და ამერიკელებს

Nusagi

კონსტანტინე გამსახურდია სირიაში, ამერიკის საჰაერო ძალების მიერ რუსი დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეების  განადგურებას ეხმაურება და წერს:

-ის, რაც ახლახანს მოხდა სირიაში, დეირ ეზ-ზორთან, საყურადღებო ერთი რამითაა: ეს იყო ისტორიაში პირველი სამხედრო შეტაკება რუსებსა და ამერიკელებს შორის. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს და იკითხოს: ცივი (ანუ პოზიციური) ომის შემდეგ? არა, ისტორია სხვა ანალოგიურ ბრძოლას ამ აქტორების მონაწილეობით უბრალოდ არ იცნობს.

ამერიკელებმა კონტრშეტევის დაწყების წინ სპეციალური ხაზით კითხეს რუსულ ინსტანციას, აქ ხომ არ იყო მათი ხალხი. პასუხი ცალსახა მიიღეს – არა. რუსულ ნაწილს ასადისტებთან ერთად ნავთობის ქარხნის ხელში ჩაგდება უნდოდა: ერთადერთი ობიექტი, რომელიც ომისგან დაქცეულ ამ მიდამოში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ჰოდა თუ არ არიან, ქვას უთოვია მათ თავზე, ვინც არიანო და დაუშვეს.

რუსული “ვაგნერის” დაქირავებული სპეცნაწილის 200-ზე მეტი მებრძოლია დაღუპული ამ შეტაკების შედეგად, ბრძოლის ველზე დარჩა დაჯართებულ-დანახშირებული და ამოყირავებული ტექნიკა. ამერიკელების მხრიდან არც ერთი დაღუპული. ბრძოლის კადრებს როდესაც გადაავლებ თვალს, გეგონება კომპიუტერულ თამაშს უყურებ. ამათ ამერიკელები ნეტავ დაღესტნელი ბაგაუტდინის შეიარაღებული დაჯგუფება ხომ არ ეგონათ. ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომელიც გულისხმობს მუხანათობებს, შენიღბვებს, ყველაფერზე წასვლას, ყველგან მონაწილეობას და იმავდროულად ღიად ყველაფრის უარყოფას, აქ დასრულდა.

თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი მხრებს იჩეჩავს – რაღაც არ გავს ეს რუსების დაგეგმარებასო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,369 ნახვა
%d bloggers like this: