კრიმინალი

პოლიციამ იტალიაში 83 წლის პენსიონერის სახლის ძარცვის გამო 25 წლის ქართველი დააკავა

Nusagi

პოლიციამ იტალიაში 83 წლის პენსიონერის სახლის ძარცვის გამო 25 წლის ქართველი დააკავა. ინციდენტი ლომბარდიის რეგიონში, როველასკას რაიონში მოხდა. პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სახლის ღობეზე გადაძვრა და სიგნალიზაციის გათიშვა მოახერხა. ინფორმაციას იტალიურ მედიაზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

სამართალდამცველების თქმით, ბოროტმოქმედმა სახლიდან დაუდგენელი ღირებულების ძვირფასეულობა და სამკაული მოიპარა.

მძარცველი პოლიციამ მეზობლების დახმარებით დააკავა, რომლებმაც პოლიცია დროულად გამოიძახეს.

25 წლის ქართველი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში წარდგება. გამოძიება ამტკიცებს, რომ მას თანამზრახველიც ჰყავდა, რომელმაც მიმალვა მოახერხა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,700,877 ნახვა
%d bloggers like this: