საგარეო პოლიტიკა

რუსეთმა პირველად აღიარა, რომ სირიაში აშშ-ის საჰაერო ძალებმა რუსი მებრძოლები გაანადგურა

Nusagi

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიაში, აშშ-ის მეთაურობით, კოალიციური ჯარების მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად, რუსი მებროლების  დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია  დაადასტურა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა განცხადება.

დიპლომატის თქმით, წინასწარი მონაცემებით, საუბარია რუსეთის მხოლოდ 5 მოქალაქეზე, თუმცა ესეც ბოლომდე გადამოწმებას მოითხოვს.

“მინდოდა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი, რომ საუბარი არ არის რუს სამხედრო მოსამსახურეებზე”-განმარტა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, აშშ-ის ავიაციამ, იერიში მიიტანა  სირიის სამთავრობო ძალებზე, რომლებმაც მანამდე ქვეყნის ჩრდილოეთით განლაგებულ “სირიის დემოკრატიულ ძალებსა” და ქურთების და არაბების შენაერთებზე  განახორციელეს შეტევა. აღნიშნული შეტევის დროს პოზიციებზე ქურთების გარდა ამერიკელებიც იმყოფებოდნენ. მათ ჰაერიდან მხარდაჭერა ითხოვეს. შედეგად, თავდამსხმელები  მასირებული საავიაციო დარტყმების ქვეშ მოექცნენ. 14 თებერვლის ცნობით, დაქირავებულ მებრძოლებს , რომლებიც აშშ-ს მეთაურობით კოალიციის ავიაციამ გაანადგურა, დეირ-აზ-ზორში ნავთის და გაზის საბადოების ხელში ჩაგდება უნდოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის რუსი დაქირავებული მებრძოლებიც იყვნენ, რომელთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია (200-600 ადამიანი) ვრცელდება.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,619 ნახვა
%d bloggers like this: