საზოგადოება

15 თებერვალს მსოფლიოში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე აღინიშნება

Nusagi

დღეს 15 თებერვალს მსოფლიოში სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერი, მერიის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და ომის ვეტერანები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ და უცხოეთში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ბათუმის მერიამ ავღანეთის ომში დაზარალებული ოთხი მეომრის ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300-300 ლარი გადასცა. გარდა ამისა, მერია ომის ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას, ტელეფონის სააბონენტო და კომუნალურ ხარჯებს აფინანსებს. საბჭოთა ჯარები ავღანეთში 1979 წლის დეკემბერში შეიჭრნენ. 10-წლიანი ომის დროს, ავღანეთში საქართველოდან 5 000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, მათგან 128 დაიღუპა, 300 დაზარალდა, 7 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,074 ნახვა
%d bloggers like this: