კრიმინალი

FBI 2-ჯერ გააფრთხილეს მოსწავლეების მკვლელის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ

Nusagi

გამოძიების ფედერალური ბიურო სულ ცოტა, 2-ჯერ გააფრთხილეს იმ საშიშროების შესახებ, რომელიც მოსალოდნელი იყო ნიკოლას კრუზის მხრიდან. ადამიანის, რომელმაც 14 თებერვალს ფლორიდას შტატში, ქალაქ პარკლენდის ერთ-ერთ სკოლაში 17 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ CNN ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება.

2017 წლის სექტემბერში, იმავე სახელით დარეგისტრირებულმა YouTube-ის მომხმარებელმა ერთ-ერთი ვიდეოს ქვეშ კომენტარი დატოვა: “მე ვაპირებ გავხდე პროფესიონალი სკოლის მსროლელი”. ამის შესახებ არხის ავტორმა FBI-ს ტელეფონით შეატყობინა, შემდეგ კი თავად მივიდა უწყების ოფისში.

როგორი იყო მეორე გაფრთხილება, სიენენი ამის შესახებ არაფერს წერს. თუმცა ორივე შემთხვევაში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ადგილობრივ სამართალდამცავებს არაფერი შეატყობინა.

ბიუროში დაადასტურეს, რომ კრუზის კომენტარის შესახებ ინფორმაცია მიიღეს 2017 წელს. უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ მოხდა მონაცემთა ბაზის შესწავლა და და ჩატარდა შემოწმება, თუმცა ადამიანის იდენტიფიცირება არ მოხერხდა. ხელი შეუშალა იმანაც, რომ არსად იყო დაფიქსირებული ინფორმაცია დაგეგმილი დანაშაულის ადგილის და დროის შესახებ.

მოსწავლეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 14 თებერვალს გაიმართა. შედეგად 17 დაიღუპა, 14 კი დაიჭრა. მათგან 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კრუზი დააპატიმრეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,666 ნახვა
%d bloggers like this: