სოციალური ქსელის მომხმარებლები ელზა პაპოშვილის ფეისბუქ-პოსტს აზიარებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ამ წუთას პატრულის ქცევით ამაყი ვარ. აივანზე ვდგავარ და ორი საკმაოდ ნასვამი ბიჭი რამის მოღოღავს. ერთმანეთს ეხმარებიან, რომ არ წაიქცნენ. დავინახე მათ წინ პოლიციის ავტომობილი შეჩერდა. მოვემზადე და ჩასაფრებულის პოზიციიდან ამ ოთხეულის თვალთვალი განვაგრძე. თუმცა მოვლენები ასე განვითარდა: მანქანიდან გადმოსული პოლიცია ნასვამ ახალგაზრდებს მიესალმა, ღიმილით სახელი და გვარით გაეცვნენ, შემდეგ კი “შეგერგოთ ბიჭებო”!-ძახილით ორივეს მხარში ამოუდგნენ. სახლის მისამართი გამოკითხეს.
შემდეგ ტაქსი გააჩერეს, პოლიციელის ხმა გავიგონე “ფული გაქვთ?” ბიჭებმა მხრები აიჩეჩეს. “კარგი მე მივცემ” უპასუხა მეორე პილიციელმა. ასე ხვევნა-კოცნით დაემშვიდობნენ ნასვამი ახალგაზრდები. არ ვიცი, შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს მერე რა…მაგრამ მე ასეთი პატრული მიყვარს”