ჯანდაცვა

კლინიკების 90%–ზე მეტი კერძოა და თუ ასე გაგრძელდა, ხარჯები მუდმივად გაიზრდება და ხარისხი, ალბათ, კლებისკენ წავა

Nusagi

დღესდღეობით, კლინიკების 90%–ზე მეტი კერძოა და თუ ეს პარიტეტი გაგრძელდა, სისტემის მართვა ძალიან გართულდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„კერძო კლინიკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა წელიწადზე ნაკლებ დროში ასეთი ქანქარისებური ეფექტი ხდება და სახელმწიფოს სახელმწიფო დაწესებულებების საყრდენი აღარ რჩება, სადაც ფასისა და ხარისხის ეტალონურ თამასას შექმნის, რასაც სხვებიც გაუსწორდებიან, ამ მდგომარეობით მომავალში სისტემის მართვა ძალიან გართულდება. ხარჯები მუდმივად გაიზრდება და ხარისხი, ალბათ, კლებისკენ წავა, ამიტომ, გეგმაში გვაქვს, სახელმწიფო საპირწონეები შევქმნათ“, – განაცხადა სერგეენკომ.

„ამიტომ, ჩვენ სელექტიური კონტრაქტირების მოდელის გამოყენება დავიწყეთ. სანებართვო პირობების ზევით ვაწესებთ თამასას და ვთანამშრომლობთ მხოლოდ ისეთ კლინიკებთან, რომლებიც ამ თამასას დააკმაყოფილებენ. ამ თამასის დაკმაყოფილება კი მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის კლინიკებს შეუძლიათ, რომლებსაც ნაკლები გართულება, შესაბამისად, ნაკლები ხარჯი და მოვლის მაღალი ხარისხი აქვთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

1tv.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,269 ნახვა
%d bloggers like this: