საზოგადოება

ჩინეთში, ქალმა საკუთარი ბარგი არ მიატოვა და რენტგენის აპარატში შეძვრა

Nusagi

ჩინეთის პროვინცია გუანდის მკვიდრი ქალი, რომელსაც   ჩანთასთან განშორება არ უნდოდა , ბარგის სკანირების დროს, სადგურის შესასვლელში თავის ნივთებთან ერთად რენტგენის აპარატში შეძვრა. ფოტო იმდენად საინტერესო გამოვიდა და ისე გავს ხელოვნების ნიმუშს, რომ მსოფლიოს წამყვანი პრესის ფურცლებზე და გამოცემებების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

16 თებერვალს ჩინეთში ახალ წელს ზეიმობენ, და ბევრი ჩინელისთვის თებერვლის საახალწლო ადადეგები ოჯახის მონახულების ერთადერთი საშუალებაა. დიდ საახალწლო გადაადგილებებს უამრავი ჩანთა და ჩემოდანი  ახლავს, რომლებშიც ახლობლებისთვის განკუთვნილი საჩუქრებია მოთავსებული. ამ ბარგის გამო ზოგჯერ ადამიანები უცნაურ საქციელს სჩადიან. სწორედ ასეთი შემთხვევის მოწმენი გახდნენ ჩინეთის სამხრეთით მდებარე დუნგიანის სადგურის თანამშრომლები. იუწყება Daily mail. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც რენტგენის ეკრანზე ქალის სილუეტი დაინახეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,553,364 ნახვა
%d bloggers like this: