სოციალური ქსელები და მედია

კამათი ნინო ჯანგირაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის

Nusagi

კამათის ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანაციების შეხვედრა. ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი სიცრუეში დაადანაშაულა.

ჯანგირაშვილის თქმით, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლიდან სარეკლამო ბაზრაზე კლებაა.

“თქვენ იტყუებით, ნუ გვატყუებთ, 2012-2013 წლებში ბაზარზე იყო 25 მილიონი ლარის კლება. იმსჯელეთ ლოგიკურად და მოიყვანეთ სწორი ფაქტები. ყველამ ვიცით მათემათიკა, რა მათემატიკა ისწავლეთ. თქვენ გადასული ხართ ლოგიკური რელსებიდან”, – მიმართა ნინო ჯანგირაშვილს ირაკლი კობახიძემ.

“თქვენ ხართ მხარე ამ კანონის ლობისტი, თქვენ ხართ დესტრუქციული და ვტოვებ ამ შეხვედრას”, – განაცხადა ჯანგირაშვილმა.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე ილაპარაკა.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენელმა მამუკა ანდღულაძემ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,125 ნახვა
%d bloggers like this: