პოლიტიკა

აშშ-ის ავიაციის მიერ მოკლული რუსი სამხედროების სია გავრცელდა

Nusagi

აშშ-ს ავიაციის მიერ სირიის პროსამთავრობო ძალების მიმართ განხორციელებული შეტევიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სოციალურ ქსელში გაჩნდა დაღუპული რუსი სამხერდო მოსამსახურეების სია. ბოლო მონაცემებით დაღუპულები არიან არა მხოლოდ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დაქირავებული რუსი მებრძოლები, როგორც ამას მოსკოვი ამტკიცებს.

უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსი სამხედროების ჩამონათვალში არიან რუსეთის საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების ინსტრუქტორები და ყოფილი სპეცრაზმის წევრები. სავარაუდოდ, ისინიც მდინარე ევფრატთან, აშშ-ს მიერ ასადის მომხრეთა მიმართ განხორციელებულ ავიადარტყმებს შეეწირნენ.

    

რუსული სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დაღუპულ თანამშრომელთა  რაოდენობა საგამოძიებო ჯგუფის  Conflict Intelligence Team (CIT)  და “მედიაზონის” მიერ იქნა დადასტურებული. მონაცემები დანაკარგების შესახებ საერთაშორის გამოცემებმაც გამოაქვეყნეს.

რუსეთს საჰაერო ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ დაუდასტურებია, მაგრამ სამხედროების დაღუპვის ფაქტი დაფიქსირებულია და აქტიურად ვრცელდება პრესაში.

თუ გავითვალისწინებთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ უარყოფის ტაქტიკას, აგრეთვე ოფიციალურ განცხადებას, რომ აშშ-ის ავიაშეტევის დროს სირიის პროვინცია დეირ-ეზ-ზორში რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ, ვაგნერის დაღუპული წევრების, ასევე სხვა სამხედრო მოსამსახურეების  საერთო რაოდენობა ალბათ ვერ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ სირიაში მივლინებით, რუსეთის სამხედრო ძალების სხვადასხვა დანაყოფებიდან 48 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,528,633 ნახვა
%d bloggers like this: