Uncategorized

გერმანიის ხელისუფლების აზრით, უფასო ტრანსპორტი მოსახლეობას ავტომობილებზე უარს ათქმევინებს

Nusagi

გერმანიის ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, რომ საზოგადოებრივი ტანსპორტი უფასო გახდეს. მთავრობა ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობას ავტომობილებზე უარს ათქმევინებს და ხელს შეუშლის ჰაერის დაბინძურებას. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ევროკომისია გერმანიას და კიდევ რვა ქვეყანას, გამონაბოლქვის დონის ზრდის გამო, სასამართლოთი და ჯარიმით ემუქრება. იმისათვის, რომ ამას გაექცეს, ეს იდეა ქვეყნის ხელისუფლებამ ერვოკომისარს გარემოს საკითხებზე შესთავაზეს. დასაწყისისთვის მისი განხორციელება ხუთ გერმანულ ქალაქში იგეგმება, მათ შორის ბონშიც. თუმცა, ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ისინი ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლებები და პროფკავშირებია, რომლებიც მთავრობას ტრასპორტზე საფასურის გაუქმების შემთხვევაში შესაძლო ფინანსურ პრობლემებს ახსენებენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,864 ნახვა
%d bloggers like this: