პოლიტიკა

სამგორის გამგებლის საკითხს კახა კალაძე გამოეხმაურა

Nusagi

დედაქალაქის მერის თქმით დავით კერესელიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გამოძიების დასრულების შემდეგ მოხდება . აღნიშნული განცხადებით კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებელის საკითხს გამოეხმაურა, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული:

„ვერ გეტყვით, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, დამნაშავეა ის? აღიარებულია? დაველოდოთ გამოძიებას და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას.“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. ოპოზიციური პარტიის განცხადებით გამგებელი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით არის ბრალდებული. ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით აუცილებელია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს სავარაუდო დამნაშავემ დატოვოს თანამდებობა.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს სამგორის რაიონის გამგებელი დავითკერესელიძე და აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამო მუქარის მუხლით აღიძრა, კონფლიქტის დროს არ მომხდარა არც ქონებრივი და არც ფიზიკური დაზიანება. სამგორის რაიონის გამგებელმა “კურიერს” ის დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც მხარეს, რომელიც მას მუქარაში ადანაშაულებდა, მასთან პრეტენზიები აღარ აქვს.

“ადამიანი, რომელთანაც მე მომივუდა კონფლიქტი ჩემი კორპუსის მეზობლის სიძეა, მან არაერთხელ მოახდინა პარკირება ჩემს ავტოსადგომზე, რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა და ერთ-ერთი შენიშვნის დროს წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება. მე მეგონა რომ სასამართლო გამამართლებდა და დღესაც მჯერა, თუ თქვენ არ დამირღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას. ეს პიროვნება, თავისი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით, თვლის, რომ კონფლიქტი ამოწურულია. ჩემი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიმართა ამ პიროვნებამ, რომ მას აღარანაირი პრეტენზია ჩემთან არ გააჩნია.“- განაცხადა დავით კერესელიძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,199,125 ნახვა
%d bloggers like this: