საზოგადოება

სხვებისგან განსხვავებით ბაქრაძემ ყველაფერი მოყვა და მე არ მაქვს უფლება, მას არ მივუტევო

Nusagi

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაზა ბაქრაძის დღევანდელ აღიარებას იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციის დროს ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი ჩაუდეს, გარდაცვლილის მშობლები, სოსო რობაქიძე და ია მეტრეველი ეხმაურებიან. მათ განცხადებებს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“კიდევ ერთი ამ დონის მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან”, – აცხადებს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე. მისი თქმით ყოფილი მაღალჩინოსნის სატელევიზიო აღიარება საკმარისია, რომ გურამ დონაძის და საქმეში ბრალდებული სხვა პირების მიმართ დაუყოვნებლივი გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

ბუტას დედა, ია მეტრეველი კი ფიქრობს, რომ ბოლოს და ბოლოს ფარდა აეხადა დაუსრულებელ პროცესებს. “დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს, ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც ამ ყველაფრის მოსმენა. თუმცა მინდა, რომ მადლიერება გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. სხვებისგან, თუნდაც ბაშალეიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ჰქონდა შანსი ბოლომდე ეთქვა ყველაფერი, რაც მოხდა და ამით ცოდვილი სული ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა, ბაქრაძემ მოყვა ყველაფერი. მან ისე მოჰყვა, რომ მე არ მაქვს უფლება, მას ეს ყველაფერი არ მივუტევო, რადგან მე მასში დავინახე გულწრფელი აღიარება, გულწრფელი მონანიება“, – ამბობს ია მეტრეველი.

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომ ის დანაშაულს აღიარებს და მან შემთხვევის ადგილის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, მან საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,525,229 ნახვა
%d bloggers like this: