კრიმინალი

პროკურატურა რუსეთის მთავარი ქურდი შაქროსთვის, 10 წლიან ციხე-კოლონიას ითხოვს

Nusagi

მხარეთა მოსმენის დროს, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გამოძალვაში ბრალდებული კრიმინალური ავტორიტეტისთვის, ზაქარია კალაშოვისთვის (შაქრო მოლოდოი) მოითხოვა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ამის შესახებ რუსეთის პრესა იუწყება. რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობით, ზაქარია კალაშოვი “რუსეთის მთავარი ქურდია”.

“რია ნოვოსტის” ინფრმაციით, კრიმინალური ავტორიტეტისთვის, ანდრეი კოჩუიკოვისთვის (იტალიელი) ბრალდებამ 9 წელი და 9 თვით იგივე სასჯელი მოითხოვა.

სულ, ე.წ. შაქროს საქმეში 14 ფიგურანტია, მათი ასაკი 29-დან 64 წლამდეა. მათ ბრალი ედებათ ძალის გამოყენებით გამოძალვაში ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები დედაქალაქის მეწარმეებს ფულს სძალავდნენ. 2015 წლის 14 თებერვალს რესტორან Elements-ში, ისინი  მუქარის და ძალის გამოყენებით რესტორნის მფლობელებს 7 მილიონი რუბლის გამოძალვას შეეცადნენ. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა 7 კი დაიჭრა. შაქრო მოლოდოის დაჯგუფების წევრები 2016 წლის აგვისტოში დააკავეს.

როგორც რუსული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, შაქრო რუსეთის დამნაშავეთა სამყაროს ლიდერი ასლან უსოანიანის (დედ ხასანის) სიკვდილის შემდეგ გახდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ კალაშოვი ანაწილებდა უკანონოდ მოპოვებულ ქონებას ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის განაწილებული როლების და სუბორდინაციის მიხედვით.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,198,666 ნახვა
%d bloggers like this: