საზოგადოება

დიღმის დაუსახლებელ ტრასაზე მე და ჩემს დაქალებს, შეუმჩნევლად, უცხო მამაკაცი აგვედევნა

Nusagi

ელზა პაპოშვილის ფეისბუქ-პოსტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, “ინფო ფოსტალიონმა” გამოაქვეყნა, მკითხველის დიდი გამოხმაურება მოყვა. ავტორი პატრულის თანამშრომლების მიერ ქუჩაში, ნასვამი ახალგაზრდების მიმართ გამოჩენილი ყურადღების შესახებ წერდა. დღეს, ჩვენი სააგენტოს მკითხველმა, ლია გაგნიძემ წერილი გამოგვიგზავნა, რომელსაც ავტორის ნებართვით ვაქვეყნებთ.

ლია გაგნიძე: საქართველოში შვებულებით ჩამოვედი. მე და ჩემი მეგობარი ქალები რესტორანში იმდენ ხანს შემოვრჩით, სანამ თანამშრომლებმა მოწიწებით და ბოდიშებით არ გვაუწყეს, ვიკეტებითო. მთელი წლის უნახავ დაქალებს სასაუბროს რა გამოგვილევდა. რესტორნიდან გამოსულებმა ტაქსი არ ავიყვანეთ . სასიამოვნო საღამო იყო და ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.

მივდივართ დიღმის დაუსახლებელ ტრასაზე . ჩვენდა შეუმჩნევლად, უცხო მამაკაცი აგვდევნებია. ჩვენ ისე ვართ საუბრით გართულები, ვერც კი შევამჩნიეთ, რომ ერთ-ერთი დაქალი ჩამოგვრჩენია . რომ მივიხედეთ, დავინახეთ, რომ მას უცხო მამაკი დაჟინებით ეკითხება თურქული იციო? გაოცებულები დავრჩით, არ ვიცოდით, საიდან გაჩნდა ეს მამაკაცი.

უცებ ჩვენს ფეხებთან მანქანა გაჩერდა. გოგოებო, ხომ არაფერი გიჭირთო. ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ. გული სიამაყოთ ამევსო, მაგრამ ის უცნობი მაინც შემეცოდა. ვიფიქრე, არაფერი დაუშავებია ჩვენთვის , უფრო სწორად ვერ მოასწრო და ამ ბიჭებმა არ ცემონ მეთქი. ვუთხარი შეეშვით, არაფერი დაუშავებია თქო.

ბიჭები მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, მაშინღა დავინახე, პატრული რომ იყო. გვითხრეს, კარგა ხანია უკან მოგყვებითო. შევნიშნეთ , რომ ვიღაც ჩუმად აგედევნათ და ჩვენც შეუმჩნევლად მოგყვებოდითო.

ვერ აგიღწეთ, რა ბედნიერი ვიყავი, რომ ჩვენდა შეუმჩნევლად, ჩვენს დასაცავად  მოგვყვებოდნენ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პატრულს სიმამაცის და გულისხმიერებისთვის.

 

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,524,398 ნახვა
%d bloggers like this: