უცხოური მედია

ვაშინგტონში ქალმა შვილიშვილის დღიურში მისი გეგმების შესახებ ამოიკითხა და პოლიციას შეატყობინა

Nusagi

ვაშინგტონში, ბებიამ, რომელმაც არასრულწლოვანი შვილიშვილის დღიური მალულად წაიკითხა, სამართალდამცავებს მოსალოდნელი მასობრივი მკვლელობის შესახებ შეატყობინა, რომლის მოწყობასაც  მისი თინეიჯერი შვილიშვილი სკოლაში აპირებდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ევერეტში (ვაშინგტონი)  მოხდა. 18 წლის ჯოშუა ო’კონორის დღიურის კითხვისას,  ბებიამ სკოლაზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ შეიტყო. სააგენტო Associated Press წერს, რომ ახალგაზრდა მასობრივ მკვლელობას  გიტარაში დამალული თვითნაკეთი საბრძოლო იარაღით გეგმავდა, თანაც ისე, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. ქალმა პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც ბიჭი დააკავეს და ბრალად მკვლელობის მცდელობა წაუყენეს.

“მე ვემზადები, რომ გავხდე სკოლის მსროლელი, ვეღარ ვიცდი, ერთი სული მაქვს შევიდე იმ კლასში და გავისტუმრო ყველა იქით…  მე გაცილებით ზუსტად ვიმოქმედებ, ვიდრე ამას სხვები აკეთებენ.”-წერდა მოსწავლე თავის დღიურში.

პოლიცია დარწმუნებულია, რომ ქალმა ACES -ის სკოლის უდანაშაულო მოსწავლეები სიკვდილისგან იხსნა. ქალაქის მეთაურებმა მადლობა გადაუხადეს პოტენციური მკვლელის ბებიას და განაცხადეს, რომ ეს უნდა იყოს მაგალითი საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობისა, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრა. მათი თქმით, ბიჭი თავის დღიურებში აანალიზებდა, თუ რა შეცდომები დაუშვეს სხვა მასობრივმა მკვლელებმა და როგორ უნდა “გამოესწორებინა” ეს შეცდომები, რათა რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო.

ო’კონორი პარკლენდის სკოლაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.

 

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,988 ნახვა
%d bloggers like this: