ხელოვნება და კულტურა

თბილისის ოპერის თეატრში ნანა ქავთარაშვილი იმღერებს

Nusagi

ცნობილი სოპრანო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი მაისურაძის სპეციალური მოწვევით, 23 თებერვალს, პ. მასკანის „სოფლის ღირსებაში“ იმღერებს, მას, პარტნიორობას გაუწევენ – ანზორ ხიდაშელი, ვანო გალუაშვილი, ირინა ალექსიძე და ელენე ჯანჯალია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძეა. ოპერის დამდგმელი რეჟისორია – ვიქტორ გარსია სიერა (იტალია), დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში, PERIS COSTUMES -ის სამკერვალოში დამზადდა.

სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა. ევროპაში მოღვაწე სოპრანომ, თბილისელ მსმენელს, თავი დაამახსოვრა წარმატებული გამოსვლებით საპრემიერო სპექტაკლებში – „აიდა“, „ბალ მასკარადი“, „ატილა“, „ნაბუქო“.

ნანა ქავთარაშვილი, ქართველ კოლეგებთან ერთად, ხშირად მღერის თბილისში ყველა მნიშვნელოვან საქველმოქმედო კონცერტში. ქართველ სოპრანოს, სანტუცას პარტია, ევროპის თეატრებში მრავალჯერ აქვს ნამღერი. 23 თებერვალს კი, ნანა ქავთარაშვილისთვის თბილისური „სოფლის ღირსება“ ერთგვარი სადებიუტო სპექტაკლი იქნება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,600,136 ნახვა
%d bloggers like this: