ახალი დამატებული

ირანში, ისფანის პროვინციაში, სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

Nusagi

ირანში, ისფანის პროვინციაში, სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ სააგენტო “ტასნიმი” იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 60-დან 100 -მდე მგზავრი იმყოფებოდა. ლაინერი ავიაკომპანია Aseman Airlines-ის საკუთრებაა. კომპანიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პილოტები ექსტრემალურად დაჯდომას ცდილობდნენ. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ვინმე გადარჩეს, თუმცა უამინდობის გამო ჯერჯერობით კატასტროფის ადგილამდე მისვლა ვერ ხერხდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,694,594 ნახვა
%d bloggers like this: