საზოგადოება

მეუფე შიო: თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად იქცა, სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო

Nusagi
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრე მეუფე შიოს საკვირაო ქადაგების კომენტარსსააგენტო ipn ავრცელებს:
“თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო. უფალი ამბობს, როცა მარხულობ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, ანუ სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი მარხვა. მარხვა ინდივიდუალური რამ არის. ყველა ადამიანი არის თავისებური თავისი ჯანმრთელობით, ოჯახური პირობებით, ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით. ამიტომ ეს არის ძალიან თავისებური რამ და ყველა თავისებურად მარხულობს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს და მეც ჩემს მარხვაზე არ უნდა ვისაუბრო და ვიმსჯელო, თუ როგორ ვმარხულობ. მარხვა ეს არის ერთერთი საშუალება სულის სიმდაბლის მოპოვების. თუკი სიმდაბლის ნაცვლად, მარხვა ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო, ვიდრე ისეთნაირად იმარხულო, რასაც არავითარი აზრი არ აქვს

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,056,269 ნახვა
%d bloggers like this: