საზოგადოება

რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ თქვენი აღარ შურდეთ -ფსიქოლოგის 3 წესი

Nusagi

იმისათვის, რომ თქვენი  არავის შურდეს და შეწყვიტონ თქვენზე ბოროტი ჭორების გავრცელება, საჭიროა 3 წესის დაცვა- ასეთი რჩევა მისცა  ფსიქოლოგმა ცილისწამებით და აგრესიით გაწამებულ ერთ-ერთ ცნობილ მსახიობს , რომელიც ძალიან ნერვიულობდა და უნდოდა, რომ ყველას ყვარებოდა, ყველასთვის მოსაწონი ყოფილიყო.

მსახიობი რჩევების ჩასაწერად მოემზადა, ფსიქოლოგმა კი კარნახი დაიწყო: თქვენი რომ არ შურდეთ, უნდა იყოთ : ღარიბი, ავადმყოფი და უნიჭო!.

წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ შურთან და არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან გამკლავება. გამონაკლისი არ არსებობს.

ლანძღავენ დედა ტერეზასაც, საზიზღრობებს წერენ განდიზე. შურთ ნიკ ვეიჩიჩის, რომელსაც ხელ-ფეხი არ აქვს.

თუ რაღაცას ქმნით და რაღაცას უკეთესობისკენ ცვლით- თქვენ მაშინვე განგიკითხავენ და გაგლანძღავენ, რადგან იმათ თვითშეფასებას აყენებთ დარტმას, ვისაც არაფრის შექმნა არ შეუძლია. ან- შრომა არ უნდა. თქვნი მიღწევები და კეთილი საქმეები კი მოსვენებას არ აძლევს მათ. ისინი ფიზიკურად იტქნჯებიან, როგორც ეს ასტროლოგმა ლევი-სტროსმა აღნიშნა.

ეს როგორ მოხდა, რომ შეძელით გახდომა, სპორტით დაკავება. გამოდის თქვენ უკეთესი ხართ, ვიდრე ისინი?

თქვენ კარგი ლექსი დაწერეთ, ან კარგი ნახატი შექმენით- როგორ გაბედეთ? თქვენ უკეთესი ხართ, ისინი კი უარესები?

შექმენით ოჯახი, იშოვეთ ფული, იკეთებთ კარიერას- ეს ხომ აუტანელია.. ეს ხომ მათთვის ალიყურია.

ასე აღიქვამენ შურიანი ადამიანები სხვის წარმატებას და ზოგჯერ უბრალოდ, სასარგებლო საქმიანობასაც კი.

აი როცა ტალახს გესვრიან, გაწყენინებენ, დაგამცირებენ- გაცილებით უკეთ ხდებიან. ფიზიკურადაც კი.

ასე რომ, უფრო ადვიალია დაიცვათ ფსიქოლოგის რჩევა- 3 წესი.- ასეთ დროს, ტკბილეულსაც მოგართმებვენ, მოგეფერებიან და თქვენს ფონზე თავს უკეთ იგრძნობენ.

თუმცა თავის მხრივ, ფსიქოლოგიც და  სტატიის ავტორიც  გირჩევთ, ნუ დაიწავთ  ამ წესებს!- რაში გაინტერესებთ როგორ გრძნობს თავს შურიანი ადამიანი? მანიაკებიც კარგად გრძნობენ თავს, როცა ვიღაცას კლავენ. მძიმე შედარებაა, მაგრამ მაინც…

ასე რომ, აირჩიეთ: ან დაიცავით 3 წესი და ყველას ეყვარებით, მიიღებთ ტკბილეულს და ნუგეშს, ან გააგრძელეთ სვლა წარმატებისკენ და უკეთესი ცხოვრებისკენ. გაახარეთ ნორმალური ადამიანები, ვინც თქვენსავით რაღაცას ქმნის- იმეგობრეთ სწორედ მათთან, ვისაც თქვენი წარმატებები უხარია.

 

 

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,594,971 ნახვა
%d bloggers like this: