მოდა

80 წლის მოდელი თავისი სიარულის მანერით სტერეოტიპებს ანგრევს

Nusagi

 

მაღალი მოდის პოდიუმებზე ხანშიშესული მოდელები ჩვეულებრივ არ გამოყავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვისაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მაგრამ ეს 80 წლის ბაბუა იმის მტკიცებულებაა, რომ ამით დიზაინერები დიდ შეცდომას უშვებენ.

ვანგ დეშუნი ჩინელი მსახიობი და მხატვარია, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს: უგულვებელყოს დაბერების პროცესი დროსთან ფეხის აწყობით და საკუთარი თავი გამოიწვიოს ახლის ძიებაში. ეს მოიცავს მის სამოდელო კარიერას, რომელიც გასულ წელს ჩინეთის მოდის კვირეულზე დაიწყო, როდესაც მან პოდიუმზე გამოსვლით ხალხი გააოგნა.

დეშუნის განცხადებით, მოდის სფეროში ან ნებისმიერ საქმეში წარმატების გასაღები მიზნის დასახვა და არ დანებებაა. “ეს თქვენს გონებრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეს არ არის ასაკზე დამოკიდებული. ბუნება განსაზღვრავს ასაკს, მაგრამ თქვენ განსაზღვრავთ თქვენს გონებრივ მდგომარეობას”, განუცხადა მან New York Times-ს.

The New York Times-ის ბოლო სტატიის მიხედვით, დეშუნი დღეში სამი საათი მუშაობს. ახალგაზრდობაში იგი სამოდელო ხელოვნებას ასწავლიდა და მოდის ჩვენებებს უწევდა ორგანიზებას, მაგრამ მისი დებიუტი პოდიუმზე მხოლოდ გასულ წელს შედგა, რამაც იგი ეროვნულ ხატად აქცია. სოციალური მედიაში იგი ხშირად მოიხსენიება, როგორც ჩინეთის “ყველაზე სექსუალური ბაბუა” და გულშემატკივრები ღიად გამოხატავენ აღფრთოვანებას მისით სამოდელო კარიერის ასეთ ასაკში დაწყების გამო. ის არის ვიდეოს გმირი, რომლის სახელწოდებაა “იყავი ყველაზე მხნე”, რომელსაც Youtube-ზე უამრავი ნახვა აქვს.


 


 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,534,301 ნახვა
%d bloggers like this: